2023 ის შეჯამება wishful thinging ის გარეშე
ფაქტია:
- სანქციები მუშაობს და მსგავსი სირული ანალიზები არ არის მართალი. ციფრების ნახვა ვისაც არ ეზარება და სრული იდიოტი არ არის ხედავს რომ რუსეთი გადაეწყო მისი ყველაზე დიდი ექსპორტის ახალ ბაზრებზე.
- გაზარდა წარმოება, მაგალითად ჭურვების, და ომამდე პერიოდსაც კი გადაუსწრო
- 2024 ში ბიუჯეტის (რომელიც არ შემცირებულა, გაიზარდა!) 40% სამხედრო მრეწველობაზე დახჯავს. ანუ კიდე გაზრდის წარმოებას
- არც ადამიანური და არც ტექნიკის სავალალო დეფიციტი არ აქვთ. გახსოვთ ტ50 ების მეტი არაფერი არ დარჩათ და ეგები გამოაგორესო რო ღლიცინებდა ყველა

და ორიქსის ტანკებს ითვლიდა?
- არც მორალის ვარდნის ან დაღლის ეტყობათ რამე. 500 კაცს რო ერთი დასახლებული პუნქტის ერთ შეტევაზე აკლავ ეგ მოწინააღმდეგისთვის უფრო საგანგაშოა. ესეიგი არც რესურსის და არც მორალის პრობლემა არ დგას.
- რუსეთისთვის დრო, ომის გაწელვა, არის გამარჯვების ფორმულა. რუსეთის სტრატეგია გასაგებია, გამოცდილია და წარმატებისთვისაც მიუღწევიათ წარსულში ამ სტრატეგიით.
- რაც არ უნდა ჩუსტალიოტი ეძახოთ ისიც ფაქტია, რომ მილიონი შაჰიდი და ბრაკიანი ჭურვი მოუგებს ომს 20 ცალ ჰაიმარს და 10 ცალ პეტრიოტს თუ ომი გაწელილია.
- 2023 გარდამავალი უპირატესობით გავიდა, თუმცა ტერიტორიების დაბრუნება უკრაინას ეჩქარება და კონტრშეტევა ჩავარდა. დღევანდელი სტატუსკვო რუსეთს აწყობს.
- დასავლეთი არ და ვერ ეხმარება უკრაინას იმ ტემპით რაც რუსეთის რესურსს დაუპირისპირდება. როცა მილიონ ჭურვსაც ვერ აწარმოებ გეგმის მიხედვით და შარვალ ჩახდილი დაგიჭირეს სიტუაციის შემობრუნება ესე მალე ვერ ხდება.
- უკრაინის ბევრ მიღწევას ხაზს არ გავუსვამ (ისედაც მარტი მაგაზე და არა რეალურ ანალიზზე არის გადართული ყველა) რადგან გარდაუვალი წაგების მთავარი რისკი რჩება და იზრდება ამ მიღწევების ნ
მიუხედავად.
რა უნდა მოხდეს რომ უკრაინამ ამ წელს არ წააგოს ომი:
- რუსეთისთვის ნავთოვის გასაღების ბაზრების ჩაკეტვა ან/და ნავთობის ფასის ვარდნა. რაც ვერ მოხდება. ამიტომ ეს უნდა გამოირიცხოს
- ევროპის ქვეყნების სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიების წარმადობის საგრძნობლად გაზრდა და მთლიანად უკრაინაზე გადაწყობა. რაც შესაძლებელია ტექნიკურად მაგრამ ფაქტია ამის მზაობა არ არსებობს.
- ამერიკის მტკიცე ნება რომ უკრაინამ მოიგოს და არა არ წააგოს. რაც შიდა პოლიტიკური ვითარებიდან და ჩინეთის
ფაქტორიდან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა
- უკრაინის მხრიდან სამხედრო მრეწველობის საგრძნობი გაზრდა და მთავარ მომარაგების კვანძად ქცევა. რაც რეალური და აუცილებელია, მაგრამ ძალიან რთული მოკლე დროის და შიდა კორუფციის გამო.
2024 თუ უკრაინის მხარდაჭერა ამ ტემპებით გაგრძელდა ( და არანაირი პირი არ უჩანს რომ საგრძნობლად გაიზრდება) ბევრად უფრო რთული იქნება.
This post has been edited by Niccolo_Machiavelli on 18 Jan 2024, 00:35