სამწუხაროდ, ერთია, რას ამბობენ სიტყვიერად, ხალხის წინაშე გამოსვლისას პოლიტიკოსები და მეორეა, რაც ფიქსირებული და ხელმოწერილია სახელმწიფოთა დონეზე.
იმ ტექსტში, რომელიც ინტერნეტშიცაა გავრცელებული ინგლისურად და რუსულად, ნათლად იკითხება, რომ ხარეები აღიარებენ იმ დროის მოცემულობით , სამივე ქვეყნის საზღვრებს, ამ ქვეყნებზე, მათ შორის უკრაინის სახელმწიფოზე ვინმეს მხრიდან ნუკლეონური თავდასხმა - არ არის დასაშვები და თუ მსგავსი რამ მოხდა, მხარეები უნდა შეიკრიბონ ,, უსაფრთხოების საბჭოზე” და იმსჯელონ.
აი, შეკრებისა და მსჯელობის მერე კონკრეტულად, რა უნდა ქნან, იმ ვერსიებში, რომელიც მე მაქვს წაკითხული, აღარ ჩანს. საინტერესოა, ვინმეს თუ აქვს უფრო სრულყოფილი ვერსია და რა წერია შიგ.
Pს.
ახლა უცებ კიდევ შევამოწმე, მეხსიერების ცდომილება ხომ არა მაქვს და სხვა რამე ხომ არ წერია- მეთქი და რა ვიცი, იგივეა, რაც ღიად დევს.
ახლა, საიდუმლო ნაწილი თუ აქვს მაგ მემორანდუმს რამე, იმას მე ვინ დამანახებს.
ადრე, ომი რომ ახალი დაწყებული იყო, აქა- იქ ხშირად ახსენებსნენ,, ბუდაპეშტის მემორანდუმი, მემორანდუმიო”, მერე, როგორც ჩანს, საყოველთაოდ ცხადი გახდა, რომ ეგ დოკუმენტი მხარეებს არ აკისრებს რაიმე განსაკუთრებულს, ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და ატომური თავდასხმის შემთხვევაში, შეიკრიბებიან და ალბათ, ერთობლივად იტყვიან, ეს - ძალიან ცუდიაო.
როგორ შეიძლება ასეთი რამეებიო და ასე შემდეგ.
მე ერთი მიკვირს, უკრაინის პრეზიდენტმა (კუჩმა იყო, არა?) ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას ხელი როგორ მოაწერა. შე დალოცვილო, რეალური იარაღი სახლში გიდევს, ნებით ამბობ უარს და რაღაც, გაურკვეველ სამომავლო პირობებს თანხმდები?
რატომ!
რა გრჯის!
მაგრამ ალბათ თავზევით ძალა არ გქონდა “უფროსი ძმების “ გაერთიანების წინაშე!
This post has been edited by nino darbaiseli on 18 Jan 2024, 06:26
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004