დამტაგე და გავიაროთ ამერიკული ეკონომიკის თემები

ძალიან ადვილია ფურცელზე (საიტზე) გამოქვეყნებული ციფრებით მანიპულირება.
შენ არ ასხამ აქაურ გასამართებზე საწვავს, არ დადიხარ აქაურ მარკეტებში საშოპინგოდ და აქაურ ტაქსებს არ იხდი და ბიზნესსაც არ აწარმოებ აქ :დ
მოდი მე მოგცემ ციფრებს და ეს გააანალიზე:
88,000
ზუსტად ამდენი თრაქინგ კომპანია დაიხურა 2023 წელს.
წინასაშობაო ტვირთგადაზიდვა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 41%-ით დაბალი იყო.
სამაგიეროდ:
აშშ-ს შ/ძ-მა წინა წელს 40 000-ით ნაკლები ახალი რეკრუტი შეაგროვეს, მხოლოდ საზღვაო ქვეითებმა შეასრულეს წლის კვოტა.
უძრავ ქონებაზე ფასებს დედა აღარ ჰყავს, იმ დონეზეა ასული, გამყიდველი ვერ ყიდის და მყიდველი ვერ ყიდულობს.
ჯენ ზი, რომელსაც ასე ვეღადავებით, უკვე ხმის მიცემის ასაკშია, ეს იცი რას ნიშნავს? ტიკტოკზე ვინც წაუინფლუენსერებს, იქით გადაიხრებიან.
და ამ ჩემის აყვავებულიშვილ რიგით ნეშვილელ ჯოს ვერ უხსნიან და ვერ უპრავებენ, რატომ უნდა ეხმარებოდნენ უცხო ქვეყანას ფულით, როცა ამდენი მოუგვარებელი პრობლემაა შიგნით.
ეგ შენ გესმის, მე მესმის, ყველა დალაგებულ ადამიანს ესმის, მ ა ს ა ს არ ესმის. მასას კიდევ ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსი ითვალისწინებს.
+ ამას რუსეთუმე ფოქს ნიუსი, ტაკერ კარსლონი და ტრამპზე (რუსებზე) მომუშავე მთელი ამალა.
უკრაინაში 40 მილიონის კორუფციის თემა რომ იყო და კაციშვილი რომ არ დაუჭერიათ საჯაროდ, როგორ ფიქრობ, ამას როგორ ფუთავენ და ასაღებენ?
არჩევნების წელია, ცირკი იქნება, სატანას შეეკვრებიან მავანნი.