2007 წელს დავარეგისტრირე ჩემი პირველი ნიკი.
კომპიუტერი კი მქონდა 2006 წლიდან, მაგრამ ინტერნეტი არაა, მხოლოდ
ბოტებს ვეთამაშებოდი ქაუნთერს )))
მაგ პერიოდში ვიყიდე სატელიტური თეფში, რადგან კარგი არხების დეფიციტი იყო.
თუმცა, არც სატელიტურ თეფშზე იყო ბევრი კარგი არხი; იმისთვის რომ ეგ არხები გაეხსნა საჭირო იყო სპეციალური კოდების შეყვანა. ჰოდა, მობილურში დავგუგლე ეგ კოდები და ამომიგდო ფორუმი. გე
აი,ასე აღმოვჩნდი აქ.
ამ განყოფილებაში საერთოდ არ ვპოსტავდი, ძირითადად ვიყავი ფეხბურთის განყოფილებაში, ზოგჯერ უსათაუროში.
უკრაინასთან ომი რომ დაიწყო რუსეთმა - ანუ 2014 წლის ამბებს ვგულისხმობ აი მაშინ წამიცდა ხელი და დავიწყე აქ პოსტვა და ყველაზე ხანგრძლივი ბანი მივიღე, როდესაც
იუზერ მაკიაველის ღორების მხარდამჭერი ვუწოდე
სულ რამოდენიმე წელია ვპოსტავ აქ აქტიურად, გამოცდილება
მაქვს ისეთ განყებში მიღებული, როგორებიც არის - ფეხბურთის
განყი, უსათაურო, ლიტერატურა,კინო,რელიგია, ქალი და მამაკაცი... მოკლედ, საკმაოდ
ბევრი მინახავს, მაგრამ აქ რომ საგიჟეთია, ისეთი არსად შემხვედრია)))
ფორუმმა მართლა ბევრი საჭირო ინფორმაცია მომცა, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ისეთი ხალხი გავიცანი, რომლებიც თუ არსებობდენ აქამდე არ მეგონა
სამწუხაროდ, დღეს, ფორუმი მიდის დასასრულისკენ, რადგან
ტიმმა ძალაუფლება გადააბარა მოდერატორებს, რის გამოც ბევრი ლეგენდარული იუზერი დაკარგა ფორუმმა, ხოლო ახალი ხალხის მოზიდვა არ ხერხდება.
2017 წლიდან დაიწყო საბოლოო რეგრესი ფორუმის.
უსათაურო გავიდა მარილზე, ქალი და მამაკაცი დიდი ხანია მანდ არის,არადა რამდენი ოჯახი შექმნა მაგ განყმა, ლიტერატურა და საერთოდ ხელოვნების განყები, მხოლოდ არქივია უკვე.
დარჩა მეტ - ნაკლებად აქტიური პოლიტგანყი და ფეხბურთის განყი, ესენი გაქაჩავენ
რამოდენიმე წელი და საბოლოოდ გახდება ფორუმი გე ისეთი, როგორიც პლანეტა გე არის, ანუ მხოლოდ არქივი იქნება.