_

_აქ ყველანი კურდღლები ვართ, სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვანაირი, დავხუტანვთ და დავკუნტრუშებთ ამ ჩვენს უოლტ დისნეის სამყაროში. სწორად გამიგეთ, ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოგვიყარეს თავი, კურდღლები რომ ვართ__ჩვენ ყველგან კურდღლები ვიქნებოდით__არამედ იმიტომ, რომ საკუთარ კურდღლობასთან შეგუება არ შეგვიძლია. ექთანივით ძლიერი და ღონიერი ერთი კარგი მგლის გარეშე გაგვიჭირდებოდა ჩვენი ადგილის პოვნა.
__შენ, ძმაო, მართლა სულელივით ლაპარაკობ. ესე იგი , აპირებ, გულხედაკრეფილი იჯდე აქ და ვიღაც ბებერ, ცისფერთმიან ქალს მისცე ნება გიჩიჩინოს კურდღელი ხარო?
__არავინ არაფერი უნდა მიჩიჩინოს, არა. მე კურდღლად დავიბადე. აბა შემომხედე. უბრალოდ, გადია მჭირდება, ჩემმა ხვედრმა თან ბედნიერებაც რომ განმაცდევინოს.
__კურდღელი არა ჩემი ფეხები!
__ყურებს ხედავ? აცახცახებულ ცხვირს? პატარა, მოკლე, კოხტა კუდს?
__ისე ლაპარაკობ თითქოს მართლა გი...
__გიჟი ვიყო, არა? როგორი გამჭრიახი ბრძანებულხართ!...
__მორჩი ახლა , ჰარდინგ, ხომ ხვდები, რასაც გეუბნები?! ეგეთ გიჟობას არ ვგულისხმობ. შენ.. ფუი ეშმაკს...გამიკვირდა კიდეც, რა ჭკვიანები ხართ ყველანი. მე თუ მკითხავთ, ქუჩაში გამვლელ ნებისმიერ სირზე გიჟებს ნაღდად არ გავხართ...
__აჰჰა, ესე იგი, ქუჩაში გამვლელ ნებისმიერ სირზე, არა?
__მოკლედ, ეგეთი გიჟები არ ხართ, კინოებში რო არიან ხოლმე, ხო გესმის? უბრალოდ გათიშულები ხართ და...რაღაცნაირად...
__რაღაცნაირად, კურდღლებს ვგავართ ,ხო?
__კურდღლების დედაც! რა გამიხურე შენი კურდღლებით!
__ მისტერ ბაბიტ, აბა ერთი ხტუნვა _ხტუნვით შემოუარეთ მისტერ მაკმერფის! მისტერ ჩესკვიკ, აჩვენეთ ჩვენს ახალ მეგობარს, როგორი ფაფუკი ბეწვი გაქვთ!
ბილი ბაბიტიც და ჩესვიკიც უცებ, პირდაპირ ჩემს თვალწინ, მობუზულ, თეთრ კურდღლებად იქცევიან, ოღონდ, ეტყობა, ჰარდინგის ბრძანების შესრულება ძალიან რცხვენიათ.
__ ხედავთ, მაკმერფი, ეუხერხულებათ. ისე, რა ლამაზები არიან , არა, რა საყვარლები?! შეიძლება იმისი რცხვენიათ მეგობარს გვერდში ვერ დავუდექითო. შეიძლება დამნაშავედ გრძნობენ თავს, რადგან ერთხელ კიდევ იძულებით აქციეს დაკითხვის თანამონაწილეებად და ერთმანეთის ჩამშვებებად. გამხნევდით, მეგობრებო, არაფერი გჭირთ სასირცხვილო. ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. კურდღელს მოძმისთვის თავგამოდება არ მოეთხოვება. ასეთ საქციელს უგუნურებადაც კი ჩაუთვლიდნენ. ნუ ღელავთ, თქვენ ჭკვიანურად მოიქეცით, ლაჩრულად , მაგრამ ჭკვიანურად!".
ამაზე ზუსტი ცოტა რამე წამიკითხავს, ჩვენს დიად სამშობლოზე , მაშასადამე, ერთ დიდ, გადასახურ საგიჟეთზე.