ჩემ აზრს დავწერ ამ საკითხთან დაკავშირებით.
დღეს, არ აქვს არცერთ ოპოზიციურ პარტიას შანსი მარტო დაამარცხოს ქოცები და გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე.
ანუ რას ვგულისხმობ- ვერცეთი ოპოზიციური პარტია ვერ აიღებს იმდენ ხმებს დამოუკიდებლად რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, ანუ კოლიციის გარეშე არ გამოვა -ეგ ამბავი.
არსებობოს მეორე ალტერნატივა თუ მთელი ოპოზიცური სპექტრი გაერთიანდება და საერთო ძალებით დაეტაკება ქოცებს, მაგრამ ეგ ყველაფერი შეიცავს რისკებს კერძოდ: ყველა პარტიაში არის უამრავი დიდი ეგოს და პატარა ჭკუის პატრონი ადამიანი, ისინი არ დათმობენ იმას, რაც საჭიროა, სწორედ ასეთი ერთიანი პარტიის შესაქმნელად; ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ კომპლექსი - "მე ნაცებთან არ დავდგები ძმაო".
ამ ყველაფერს ემატება ამომრჩეველიც, რომელიც იგვე "ნაცებთან არ დავდგების" იდეოლოგიას იცავს. მაგალითად, იგვე გირჩის ბევრი ახალგაზრდა არ მისცემს ხმას გირჩს თუ ის ნაცებთან გერთიანდება. ერთი სიტყვით, ბევრი ხმა დაიკარგება... აქედან გამომდინარე ერთი დიდი ოპოზიცური პარტიის შექმნა ქართულ რეალობაში, ამ ეტაპზე, სამწუხარდოდ ნაკლებად, სავარაუდოა.
გვრჩება მეორე ალტერნატივა, რომელიც შედარებით იოლი და რეალისტურია, ანუ მეორე ძლიერი ოპოზიციური პარტიის შექმნა, რომელიც აიღებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმებს და უკვე მთავრობის დაკომპლექტებაზე როდესაც მიდგება საქმე, ნაცებთან ერთად შექმნის კოლიცური მთავრობას, რაც ცუდი იდეა არ არის, რადგან აქ ის კომპლექსი "ნაცებთან არ დავდგები ძმაოსი" იხსნება თავიდან, ხოლო როდესაც უკვე მთავრობის შექმნის დრო დგება, ამომრჩეველიც და თავად პოლიტიკოსებიც ნაცებთან ალიანს გადაიტანენ ძალიან მარტივად, რადგან ბოლოს და ბოლოს ქოცები იქნებიან დამარცხებული და ყველას სურს სიახლე და ახალი გვერდის გადაშლა წიგნში, რათა გაიგოს შემდეგ რა მოხდება.
ასე რომ, ეს ახალი პარიტიის ჩამოყალიება სწორი არჩევანი, ერთი შეხედვით, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით.
კერძოდ რას ვგულისხმობ- პრობლემა არის მიშას ფაქტორი- ანუ ყველამ ვიცით რომ ნაცინალურ მოძრაობას ამომრჩეველთან უმრავლესობა იდეის გამო კი არა, მიშას გამო აძლევს ხმას, ჰოდა თუ გვარამია გამოიყენებს მიშას სახელს, ან მიშა უკვე ამათ მხარეს გადმოვა, ნაციონალური მოძრაობა დაკარგავს ხმების უმრავლესობას, რაც ჰქმნის საფრთხეს იმის, რომ არ ეყოს ოპოზიციას ხმები იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.
ანუ, დაახლოებით ის სიტუაცია მივიღოთ, რაც მივიღეთ რუსთავი 2 დაკავშირებით, რომელიც ტვ ნადეჟდას შემდეგ იყო ყველაზე ყურებად არხი და მთავარი ოპოზიცური მედია პალტფორმა, მაგრამ როდესაც მიშამ დაკარგა ეგ ტვ და მთავარი არხი გახდა მიშას ახალი ნავსაყუდელი, აი შემდეგ უკვე მთავარი არხი ხდება ყველაზე პოპულარული ოპო მედია.
მოკლედ, ჩემი აზრით, ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მეორე მძლავრი ოპოზიციური პარტია საქართველოში- ძალიან კარგია და ქოცების დამარცხებისთვის საკმაოდ სწორი ტაქტიკა, ჩემი აზრით, შეცდომა არის ის, რომ გვარამია ცდილობს ამ ახალი პოლიტიკური ძალიას შექმნას და სხვადასხვა პარტიების მოზიდვას.
ჩემი აზრით, ეგ საქმე უნდა გადააბარონ ჯაფარას, ხოლო გვარამიამ და მიშამ ბოლომდე ნაცების გვერდით დადგენ.
ამ შემთხვევაში ოპოზიციის ამომრჩევლებიც არ დაიბნევიან ხმის მიცემის დროს და ნაცებთან ვერ დავდგების კომპლექსიც მოხსნილი იქნება გარკვეულ წილად. გვარამიას შეუძლია კულისებიდან აწარმოას მოლაპარაკებები, მაგრამ ღიად ნაცების მხარეს უდან იდგეს, ისევე, როგორც მიშა.
ჯაფარა და ხოშტარია თავის 8პროცენტს დადებენ, ამას დავუმატოთ მელიას ფლანგი, რომელსაც ჯაფარა წესით მოთფლავს, ესეც შენი 2 პროცენტი, კარგი იქნება თუ ლელოს გადმოიყვანე თუ არადა ლელოში საკმაოდ ბევრი ნიჭერი და კარგი პოლიტკოსია, რომელთა გადაბირება უნდა მოხდეს, თორემ ისე ლელო თუ გადმოვიდა სხვა ოპოზიციაც აღარც გვინდა.
ესეთი პარტია კარგი ფინანსების და რეკლამის წყალობით 12 პროცენტს მაინც დადებს მინიმუმ, ჰოდა თუ ნაცები იმდენს დადებენ რასაც სტაბილურად დებენ ან ცოტა მეტს, ეგაა, ვყრით ქოცებს და ვგულაობთ
აბა, ისე რასაც გვარამია ამ ეტაპზე ცდილობს, არა მგონია შედეგის მომტანი იყოს და ბოლოს ისევ არჩევნები გაგვიყალბეს დაიწყებს წიკვინს.
რაღაც გეგმას, როდესაც ადგენ, ისიც უნდა გაითვალისწინო რა ხარვეზები აქვს მაგ გეგმას და ზოგჯერ ერთი იმხელა მინუსი შეიძლება ჰქონდეს, რომ ეგ გეგმა შენს წინააღმდეგ გამოიყენო შენდა უნებლიე.
ამ შემთხვევაში გვარამიას გეგმას ძალიან დიდი მინუსი აქვს და ეგ დავწერე კიდეც ჩემ პოსტში თუ რა არის ეგ დიდი მინუსი.