მოდით ტერმინოლოგია გამოვასწოროთ.
КАБ = Корректируемая авиационная бомба. ბომბი რომელიც დაპროექტირებულია თავიდანვე კორექიტრებადი სახით.
ეს შეიძლება იყოს ლაზერით დამიზნებადი კაბი, უბრალოდ GPS + INS ან სხვა ტიპის დამიზნების.
მაგალითად - КАБ-500КР, КАБ-500С
ეს ბომბები ღირს ძალიან ძვირი და მათი გამოყენება ძალიან შორი დისტანციიდან არ ხდება, ანუ ჰსთ-ს ზონაში უნდა შეხვიდე რომ ჩამოაგდო ლაზერით კორექტირებადი ან გლონასით კორექტირებადი კაბი.
გამოიყენებოდა ომის დასაწყისში, ახლა აქტუალურობა დაკარგეს და იშვიათად იყენებენ სიძვირის გამო.

მეორე არის УПАБ - управляемая планирующая авиационная бомба
ეს უკვე პლანირებადი მართვადი ბომბია რომელიც შორს მიფრინავს და მისი ჰსთ-ს ზონაში შესვლის გარეშე გამოყენება შეიძლება
თუმცა ისევ და ისევ ძვირი ღირს და ამიტომ იშვიათად გამოიყენება

და ახლა რასაც იყენებენ არის უბრალოდ ФАБ + УМПК.
ФАБ = Фугасная авиационная бомба ანუ უბრალო საბჭოთა ჩუგუნკა
რომელსაც უმაგრდება УМПК - Универсальный модуль планирования и коррекции
ეს არის ნახევრად-კუსტარული მოდული ფრთების სახით რომელიც ჩვეულებრივ ბომბს აქცევს JDAM-ის მსგავს რაღაცად და პლანირებად რეჟიმში 50+ კილომეტრიდან ხდება შესაძლებელი მისი ჩამოგდება დიდი სიმაღლიდან
ასეთი ბომბების კეთება რაოდენობრივად იაფია და ამიტომ ამ გზით წავიდნენ რუსები
ჩვენთვის საბედნიეროდ არ არის ისეთი ზუსტი როგორც ქარხნული კაბები და უპაბები შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ რუსები ბევრს აგდებენ, ეფექტურობა არაა ისეთი როგორიც ექნებოდა მაგალითად JDAM-ს.
ამის წამალია შორი მოქმედების ჰსთ Patriot PAC-2 სახით და მატარებლებზე ჩასაფრების მოწყობა
რაც გაკეთდა კიდეც ბოლო დროს. უბრალოდ ავდეევკას აღება პოლიტიკური საკითხია ამიტომ რუსები წავიდნენ იმაზე რომ ავიაცია გარისკონ ამისთვის და მასიურად გამოიყენონ "უპრაგონოდ"
სამწუხაროდ უკრაინელებს საკმაოდ დიდი დრო დაჭირდათ იმისთვის რომ სამხრეთიდან პეტრიოტი გადმოაგორონ და ჩასაფრება გაამზადონკიდე 1-2 დამატებითი ბატარეა PAC-2 დაგვხატავდა და F-16 გამოჩენა კიდევ უფრო უკეთესს გახდის სიტუაციას ამ მხრივ რომ ასე უპრაგონოდ ვეღარ ჩამოყარონ