ინფლაცია და ხელფასები იმდენად არა, რამდენადაც ორბანის კორუფცია იყო მეორე ფაქტორი. ანუ ნავთი ცეცხლზე.
როგორც ინგფარმა აღნიშნა ზედა პოსტში, იუდიტ ვარგას (ექს იუსტიციის მინისტრი და ყველაზე გავლენიანი ქალი ფიდესში) ყოფილმა ქმარმა, თავად ფიდესის ინსაიდერმა, გამოაქვეყნა სკანდალური ინტერვიუ იუთუბზე, სადაც ხელისუფლების კორუფციას ამხელს.
ზოგადად, ორბანი არის ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსი ევროპაში. ყველაზე მდიდარი უნგრელი - ლორინც მესაროში, არის ორბანის ბავშვობის მეგობარი. და ამ მეგობრობის წყალობით ტიპმა 2 მილიარდ დოლარამდე დააგროვა. ორბანის სიძის, იშტვან ტიბორცის ქონება ასე 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული, და ძირითადად სახელმწოფო კონტრატების მოგების ხარჯზე.
https://english.atlatszo.hu/2018/02/16/the-...investigations/ინფლაცია პრობლემაა, მაგრამ არა იმდენად დიდი. ხელფასებიც საკმაო ტემპით იზრდებოდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, თუმცა ინფლაციის ტემპს ვერ შეედრებოდა.