zzz77MUXAციხემდე დიდ პატივს სცემდით, ხომ?
რა ტყუილად ირჯებით
-------------------------------
Levan Kalmakhelidze
* * *
რაც არ უნდა დამბრალდეს, კუდები გამოაბან და ვინც არ უნდა წაიჭორაოს - მაინც ვიტყვი სათქმელს.
გასაგებია და ლეგიტიმურია - მიმდინარე, შიდა ქართული პოლიტიკური თემატიკიდან გამომდინარე - არ დაეთანხმო მიხეილ სააკაშვილს, გააკრიტიკო მკვეთრად, არ მოგეწონოს მისი შეფასებები, თუ გადაწყვეტილებები და ა.შ.
ეს ყველაფერი - გასაგებია და პრეტენზიები - ლეგიტიმურია.
მაგრამ, მიხეილ სააკაშვილს წამოაძახო - ნავალნის სიკვდილის გამო, ხმას რატომ იღებო - უბრალოდ, გაუგებარია.
ჯერ ერთი - თავად ნავალნიმ მოწერა წერილი პერსონალურად მიშას - უსურვა ფიზიკური გამოჯანმრთელება და საერთო მტრის, პუტინის წინააღმდეგ - ერთ ბედქვეშ მოქცეულთა, გამძლეობა და სულის სიმხნევე.
წერილი მოწერა, როგორც საკუთარ სულიერ ძმას და ასეც ხდება, მსგავს ვითარებებში.
და მიშას, საერთოდ ხმა არ ამოეღო დღეს - როდესაც, პუტინმა მოკლა მისი თანამებრძოლი?!
არაფერი ეთქვა, არც საკუთარ მდგომარეობაზე?!
ან, როდესაც პატიმარ ადამიანზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულზე, მავანი წაიქილიკებს - ზუსტად იცის, იმ მავანმა - სად, როდის და რა ვითარებაში, ყოველ წუთს და წამს - რა პრეპარატებს აძლევდნენ, როგორ საკვებს და ა.შ.
განსაცდელში მყოფ ადამიანზე, როდესაც გარედან დგახარ და ღადაობ - შენ თავთან უნდა იყო ბოლომდე მართალი და ყოველი დეტალი იცოდე - ზედმიწევნით ზუსტად.
მოწამლის და ორგანიზმის დაძაბუნების - მილიონი გზა და ხერხი არსებობს სისტემის ხელში.
თუ, მაინც და მაინც, მკვდარს რომ გამოასვნებენ - მაშინ დავიჯერებთ რაღაცას!
ახლა რაც შეეხება, ყველაზე არსებითს :
ძალიან გლობალურ, ფართო პერსპექტივის პოლიტიკურ სურათს თუ შევხედავთ - პუტინის გაცხადებული ნარატივის წინაშე, ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია მიშას!
და პუტინის ნარატივია - რომ შტატები გეგმავდა და ხელს უწყობდა ყველგან ფერად რევოლუციებს.
მოჰყავდა ხელისუფლებებში, 'სპეციფიური ადამიანები', რომლებიც - ადგილობრივი კულტურის საწინააღმდეგო დისპოზიციურობით გამოირჩროდნენ.
შემდეგ, მათგან დავალებულებს, უბიძეგებდა - მაგალითად, რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესებს დაპირისპირებოდნენ და ასეც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიო.
სწორედ ამერიკელებმა გააქეზეს მიშა - 2008 წელს, დაეწყო ომი და მას შემდგომ, რაც სახელოვანმა რუსულმა არმიამ, გასცა სათანადო პასუხი - დამფრთხალმა ამერიკელებმა, შეატოვეს მიხეილ სააკაშვილი და ყველაფერზე მას შეაწმინდეს ხელიო.
დღეს კი, საბოლოოდ ვაშინგტონისგან გადაგდებულ და მიტოვებულ მიხეილ სააკაშვილს - ყველა უყურებთ, რაც დაემართა და რა დღეშიც არის.
ზელენსკისაც ეს ბედი ელისო.
აი, სრული პაკეტი იმ ბოროტი ბოდვის, რომელზე ხელის მოწერასაც სთხოვენ მიშას.
ეს არის პუტინის ის ფაზლი, სადაც წარმატებით უნდა ჩაჯდეს - 'მიშას აღიარებაც'.
მაგრამ - განაწამები საქართველოს პრეზიდენტი - არც ერთი ნაბიჯით, უკან არ იხევს და არ აწერს ხელს პუტინის მოთხოვნაზე.
ეს, როგორ არ შეიძლება დაინახო დღეს?!
თუ, ვინმეს ჰგონია - მიხეილ სააკაშვილის მთავარი გამოწვევა - ხელს და ფეხს, რამდენჯერ გაიქნევს, ან არ გაიქნევს - ის არის დღეს?!
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს.
მას კარგად და გასაგებად დაემუქრნენ, რომ - თუ 'აღიარების' მიღმა, მიშა აღმოჩნდება თავისუფალი, მაშინ - მთლიანად ქვეყანა აგებს პასუხს ხელახალი ინტერვენციით, რადგან - კრემლი აღარ მოითმენს, შტატების ცალსახა დღის წესრიგის გატარებას საქართველოში.
აი, ამგვარია კონტექსტი და აქ მოქცეულ მიშას - რანაირად უნდა დაუკარგო მთავარი ღირსება?!
ყველა იმ ნაბიჯისთვის მადლობა, რაც გადადგი 2008 წელს და გადაარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა.
შენ მებრძოლ და შეუპოვარ სულს ვენაცვალე - საქართველოს ღირსეულო პრეზიდენტო!