burkeსანქციებს ვინ უწესებს აქედან უნდა დაიწყო. ანუ ბერკეტი აქვს სახელმწიფოს, სანქციებს არღვევს კონკრეტული პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომლებიც თუ იყვნენ შემჩნეული სანქციების დარღვევაში, შესაბამისი აღმკვეთი ღონისძიებები უფარდდებათ.
ხოდა დასავლეთის ქვეყნები ხმარობენ თავის ბერკეტს და ადებენ სანქციებს - მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყანაში კონკრეტულად არავინ შევარდნილა. ანუ შენს გამო ადებენ სანქციებს თავის ხარჯზე - ანუ საკუთარი ბრუნვა მცირდება მაგ ქვეყნების სანქცირებულ ქვეყანასთან - ანუ თვითონ ზარალდებიან შენს გამო.
ხოდა უკრაინის და საქართველოს გამო სხვა ქვეყანა რომ იჩენს ძალისხმევას და ადებს სანქციებს, ზარალობს თვითონ და შესაბამისად საკუთარ იურისდიქციაში მოქმედ ფ/პ და იურიდიულ პირებს სანქციების დარღვევის გამო აღმკვეთ ღონისძიებებს უფარდებს, ამ დროს რომ შენი ეროვნული ბანკი ფარცხალაძეს ათეთრებს ამას რა ქვია მითხარი?
ანუ სანქციები აპრიორი შენს გამო ედება სხვა ქვეყნებისგან, ანუ შენ არც გაქვს ბერკეტი რომ საერთაშორისო სანქციები დაადო. ადებენ ისინი, შენ არღვევ და თან ეროვნულ ბანკს თავს ათეთრებინებ?
რავი ძმაო მალადეც შენ თუ ესეთ რაღაცეებს აპრავებ, ყოჩაღ იმენა!!!!!!!!! ენა რომ ყველაფერს იტყვის და ძვალი არ აქვს, ამ ფორუმზე თვალნათლივ ჩანს.
სანქციები არ მუშაობს ბიძი.

თუ არ მუშაობს კონკრეტულ შემთხვევებში რატომ? ამას არავინ კითხულობს? შენ მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს, სხვას რომ მოსთხოვო სანქციებს თავს რატომ არიდებო? და გამოდიხარ და შენ თვითონ არღვევ შენს სასარგებლოდ დაწესებულ სანქციებს, რაც მთლიანად ვიღაცის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული?
მალადეც ბრატვა!!!!!
წინ ღირსებით ევროპისკენ

დანარჩენი, რაც შეეხება ვიღაცეების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას არის უბრალოდ რიტორიკა. ჩემთვის დღევანდელი მოცემულობით და იმ გზით, რაც საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა დღემდე შექმნის დღიდან გამოიარა, ესეც ნათელია - ნაცი = ქოცს, ან პირიქით, როგორც გენებოთ. გემოვნების ამბავია. იგივე მოქ. კავშირი, იგივე ლელო და ა.შ. და ა.შ.
რა ნახირი და არაფრის ღირსიც არაა ეს ხალხი, ზუსტად ისეთი პოლიტ. ელიტა აზის თავზე. რაც ერი - ის ბერი.
მეექვსე სართულზე მცხოვრები კაცი, თავის ლიფტის მოტორს რომ მოიპარავს და ჯართად ჩააბარებს - ესაა დიაგნოზი ერის. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო, მუშა სისტემები დახსნა ხალხმა და ჯართში ჩააბარა. დღევანდელი ფასებით დაქსელვა ჯდება 22 მილიარდი სადღაც და ეს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსი.
და ვინმე საქართველოს აშავებს?

თუ ვინმე აშავებს საქართველოს, პირველ რიგში ისევ ქართველი. დაფიქრდით ამაზე, ვისაც ფიქრის უნარი გაქვთ.
This post has been edited by giushki on 4 Mar 2024, 19:12