#61045187 · 24 Feb 2024, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temotab
QUOTE | რენტაბელური კი არის ნაკლებად, მაგრამ რამდენად დიდი რისკია ეგ ეგ არ ვიცი |
კი, ოპერატიული თვალსაზრისით, დიდი რისკია. თუ ეგ ამოცანა ჰქონდათ, ანუ მაგის ლიკვიდაცია, გაცილებით უფრო ხელსაყრელი პირობები ჰქონდათ როგორც ოპერატიული, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისითაც. რაღა მაინცდამაინც ყველაზე ცუდ დროს და ადგილას გააკეთეს ? რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში. ცხადია, შეიძლება ვცდები, უბრალოდ ჩემი აზრია და თან იმ ღარიბი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს.
QUOTE | ამერიკამ კი არა ეგერ უკრაინის სპეცებმა განახორციელეს რამდენიმე მკვლელობა რუსეთის ტერიტორიაზე |
ამათ ლიკვიდაცია ჰქონდათ მიზნად, როგორც ასეთი, ანუ სადამსჯელო ოპერაცია იყო.
QUOTE | გაზსადენის აფეთქებაც კმარა მაგალითისთვის |
ეგ - დივერსიაა. ხოლო იმათ ხომ სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონოდათ წესით ? ჰოდა იმ მიზნებიდან და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უაზრო აქტია.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|