ახლა რაც შეეხება "Patriot"-ს.
სამწუხაროდ ნამდვილად გაგვინადგურეს ორი გამშვები დანადგარი გერმანული Patriot PAC-2 და მანდ დატენილი რამდენიმე PAC-2 GEM-T რაკეტა. დაიღუპა 9 უკრაინელი სისტემის გათვლიდან.
საბედნიეროდ რადარი და მართვის პუნქტი გადარჩა, რაც იმას ნიშნავს რომ სისტემა როგორც ასეთი არ განადგურებულა და ახალი გამშვებების მიბმა შეიძლება.
ცუდი ის არის რომ 9 კარგად მომზადებული გათვლის წევრი დაიღუპა ანუ ჩაუნაცვლებელი და ყველაზე ძვირადღირებული რესურსი.
ჩემი ვარაუდით სადღაც
კრისა არის ჩამჯდარი და ბოლო პერიოდში "ნავოდკას" აკეთებს, რის შედეგადაც ადგილზე ჩნდება რუსული მზვერავი SuperCam და ოპერატიულად ხორციელდება "ისკანდერით" ან "ტორნადოთი" დარტყმა.
ეს საკითხი სასწრაფოდ მისახედია.
რუსებმა მაგრად გაზარდეს "ისკანდერის" 9М723 ბალისტიკური რაკეტის სიზუსტე, ისევე როგორც "ტორნადოს" რაკეტის სიზუსტე"ისკანდერის" ბალისტიკურ რაკეტას გაუკეთეს შემდეგი მოდიფიკაცია
ადრე რაკეტის "ტრაკში" ეყენათ სპეციალური სატყუარების სისტემა რომლებსაც რაკეტა ისვროდა ჰსთ-ს დასაბნევად
ასე გამოიყურებოდა ეს სატყუარა

ეს სატყუარების სისტემა ჩაანაცვლეს სრულად და ახლა რაკეტის ტრაკში განათავსეს КОМЕТА-М ტიპის სატელიტური მიმღები სისტემები რომლებითაც ხდება კორექტირება GPS/GLONASS გამოყენებით, რაკეტის რებ-ის წინააღმდეგ გაძლიერებული დაცვით
რაც იმას ნიშნავს რომ ახლა ისკანდერის რაკეტა ძალიან ზუსტად ხვდება იმიტომ რომ სატელიტური კორექციის ძალიან მძლავრი სისტემა დაუყენეს
ამით არის გამოწვეული ის რომ ბოლო დროს ყველაფერს რასაც ესროლეს ისეთივე სიზუსტით გაარტყეს როგორც ფრთოსან რაკეტებს აქვთ

უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა
1. აგენტურის განადგურება
2. დრონების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებები (ახლო, საშუალო მანძილზე მოქმედი ჰსთ, რადარები, ოპტიკური აღმოჩენის სისტემები და ა.შ)
3. წესიერი მასკირება, გადანაწილება
პეტრიოტის ბატარეა კოლონებად არ უნდა მოძრაობდეს ფრონტიდან 50 კმ-ში.