ომის პირველ თვეებში ქართველი მოხალისე, რატი ბურდული ფრონტზე ჩაწერილი ვიდეობიდან გახდა ცნობილი. რატი ომში უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობს. მასზე რუსეთმა ძებნაც კი გამოაცხადა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეორე წლისთავზე ტაბულა რატი ბურდულს ესაუბრა. ქართველი მოხალისე შეეხო ფრონტზე ამჟამად არსებულ სიტუაციას, ისაუბრა, როგორ შეიცვალა ომი 21-ე საუკუნეში და გაიხსენა ეპიზოდები საბრძოლო მოქმედებებიდან.
ამ ომისთვის 2008 წლიდან ვემზადები – ქართველი მოხალისის მოგონებები უკრაინის ფრონტიდან
4 მარ, 22:42
– 2 წელი შესრულდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. როგორი განწყობაა ფრონტზე ომის ორი წლისთავზე? თავად რას ფიქრობ ახლანდელ სიტუაციაზე?– განწყობის მხრივ, რამე შეიცვალა-მეთქი, [ვერ ვიტყვი], რა თქმა უნდა, გადაღლა არსებობს. არის ხალხი, ვინც პირველივე დღიდან ჩემსავით ამ საქმეშია ჩართული და იცავს უკრაინას და კი, გადაღლა არსებობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მოტივაცია შეიცვალა და ვინმე იმას ამბობს, გვეყოფა, წაიღონ, რაც წაღებული აქვთო - ასეთი რაღაც არ არსებობს. რუსეთი ყოველ დღე ამატებს რაღაც სისასტიკეს, რაც, თავისთავად, ხალხსა და სამხედროებში მოტივაციას აახლებს. აქ ყველას აქვს გააზრებული, რომ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. ან მოვიგებთ, ან გავნადგურდებით - სხვა ვარიანტი არ გვაქვს. შესაბამისად, აქ ვიღაცებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რასაც აკეთებენ.
...
– როგორც საბრძოლო მოქმედებების უშუალო მონაწილე, რას ფიქრობ, როგორ შეიცვალა ომის ტაქტიკა 21-ე საუკუნეში?– ჩემი აზრით, ყველაფერი გადასაწერია, დოქტრინები, რითაც ვსწავლობდით. შეიარაღებულ ძალებში ვიყავი 2013-დან 2017 წლამდე და ჩვენი დოქტრინები პირდაპირ თანხმობაშია NATO-ს დოქტრინებთან. მაგრამ დრონებზე არ არსებობდა არანაირი დოქტრინა, რადგან არავის ჰქონდა. შეიძლება რომელიმე სადაზვერვო ჯგუფს ჰქონოდა ერთი ცალი და ახლა ყველას ჯიბეშია დრონი. მთლიანი დინამიკა შეცვალა.
ისეთი რაღაცები, როგორიცაა ოცეულის მანევრი, ფარული გადაადგილება, შემორტყმა, უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან ნებისმიერ მანევრს იწყებ კონტაქტში, იმიტომ, რომ დრონი გხედავს და უკვე არაპირდაპირ ცეცხლს იღებ, სანამ შენს ხაზზე გაშლას მოასწრებ. შესაბამისად, ჩემი აზრით, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ღამის ოპერაციებს, რადგან მეტ-ნაკლებად უფრო შეიძლება ინფილტრაცია და ასევე კომბინირებულ ოპერაციებს. ამერიკელები არიან მაგის ექსპერტები.
სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ასიმილაცია და შეთავსება გენერალურ სამხედრო სტრატეგიასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას დაემართება ის, რაც რუსეთს ომის პირველ წელს დაემართა, როცა კოლოსალური დანაკარგები ჰქონდა მარტო იმიტომ, რომ ეგონათ, ტალღა-ტალღაზე ხალხის გაშვებით რაღაცას მოახერხებდნენ, როცა მეორე მხარეს 4 ტყვიამფრქვევია და 10 წუთით ადრე იგებენ, რომ მოდიხარ. ორი ღერის მოწევას ასწრებენ და გელოდებიან. მოულოდნელობის ეფექტი საერთოდ დაკარგულია.
...
– პირადი გამოცდილებით, რას ფიქრობ, ბოლო წელში რუსებმა როგორ შეცვალეს საკუთარი ტაქტიკა? ისწავლეს შეცდომები, რომლებსაც თავდაპირველად უშვებდნენ?– 2022-ში რუსულმა არმიამ ძალიან ცუდი შედეგები დადო. კარგი დანაყოფები რაც ჰყავდათ, შეაკლეს, შედარებით კარგად გაწვრთნილი დანაყოფები - ВДВ, სპეცრაზმები და ა.შ. რატომღაც კიევსა და სევეროდონეცკს შეაკლეს. მას შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს ფიქრი, რომ ეს საბჭოთა სტრატეგია, "ზა როდინუ, ზა სტალინა", ეგრე აღარ მუშაობს და დაიწყეს ფიქრი. მიხვდნენ, რომ უკრაინის მხარეს გადამწყვეტი იყო ტექნოლოგიური უპირატესობა და ბევრად უფრო მცირე ზომის ქვედანაყოფებს შეეძლოთ მათი რიცხობრივი უპირატესობის განადგურება ტექნოლოგიისა და უკეთესი მომზადების ხარჯზე.
დღეს სიტუაცია შემდეგნაირად შეიცვალა. სტატიკურია. ყველაფერი გაყინულია, გადასულია გამოფიტვაზე, რადგან დასავლეთმა ფეხი იმდენად ითრია 2 წელი და ნელ-ნელა წვეთ-წვეთად აწვდიდა უკრაინას, რაც იყო საჭირო, რომ სამხრეთში, მაგალითად, ისე არიან ჩამჯდარი, რომ ვერ წარმომიდგენია მაგისი გარღვევა ჩემს სიცოცხლეში, ალბათ ვერ მოვესწრები. დაგჭირდება აშშ-ს შეიარაღებული ძალები, თავისი ყველაფრით რომ გაარღვიონ ხუთზოლიანი თავდაცვა. აღმოსავლეთში სიტუაცია ნაკლებად მძიმეა, მეტი რაღაცის გაკეთება შეიძლება.
რუსებმა მოახერხეს თავისი არქაული ტექნიკის მოდერნიზაცია. გაიგეს დრონების ფასი და დღეს უკვე უამრავ დრონს აწარმოებენ რუსეთში. ყველანაირ შავ ხვრელს იყენებენ, რომ სანქციები აირიდონ, მათ შორის, ნომერ პირველი საქართველოა, რაც არ უნდა თქვან პარლამენტში, ნომერ პირველი ხვრელი საქართველოა, რომლიდანაც შედის მიკროჩიპები და რაც პატარაა, რისი ჯიბეში ჩადებაც შეიძლება. პირდაპირი ფრენებია მოსკოვში თბილისიდან. რაც დიდია, გადის ცენტრალურ აზიაში და შემდეგ იქიდან გადის რუსეთში. ამაზე, სამწუხაროდ, ასე მგონია, რომ ისევ ჩვენს თაობას მოეთხოვება პასუხი.
შესაბამისად, ომის დაწყებასთან შედარებით, რუსეთში იარაღის გაშმაგებული წარმოება მიმდინარეობს, იქნება ეს საბრძოლო მანქანები, ტანკები, თუ დრონები. აწარმოებენ ყველაფერს. ყიდულობენ რაკეტებს ირანისგან, ჭურვებს ჩრდილოეთ კორეისგან და ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას.
შესაბამისად, რაღაც ევოლუცია განიცადეს იმ მხრივ, რომ მიხვდნენ, ტალღებად ხალხის გაშვება არ მუშაობს და უკვე დაიწყეს დრონების გამოყენება, სიღრმისეული შეტევები, რომ აქტიური მობილური რეზერვები მოშალონ და შემდეგ მიიტანონ შეტევა. მაგრამ, ძირითადად, სხედან და გელოდებიან, რომ შენ შეუტიო, სანგრებში ხორცი, ბიომასა ჰყავთ ჩაყრილი, რომელიც იმისთვისაა, რომ მიგიტყუოს თავდასასხმელად. თავისივე სანგრები აქვს არტილერიას მონიშნული. როცა დაინახავენ, რომ დაკარგავენ, თვითონვე ბომბავენ. ან რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ნანახი, როცა სანგრები წინასწარ აქვთ დანაღმული. ტიპები თავისივე დანაღმულ სანგრებში ჰყავთ და როცა უკრაინელები დაიკავებენ, ამ სანგრებს აფეთქებენ. ასეთ ურდოსთან გვიწევს ომი.
– რას ფიქრობ, რა სჭირდებათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტზე ყველაზე მეტად ამჟამად? შენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თვეებში? ხედავ ომის დასასრულს ახლო მომავალში?...
https://tabula.ge/ge/news/715116-am-omistvi...zadebi-kartveli This post has been edited by griankali on 18 Mar 2024, 20:31
რუსეთი უნდა დაინგრეს.