ოღონდ ეგ არის ცოტა ჰაერში გასროლილი ნათქვამი.
მართლაც, არმიაში პირველ პერიოდში ბევრი იყო ბოლშევიკური პროპაგანდით ტვინგადაბრუნებული. რამდენჯერმე დადგა ეს პრობლემა და საიმედო სამხედრო ძალა მხოლოდ მენშევიკური გვარდიის ნაწილები გამოდგა.
თუმცა ნელ-ნელა არმიის მშენებლობაც მიმდინარეობდა, შესაძლოა არა ისე, როგორც გაგვიხარდებოდა, მაგრამ სომხეთთან ომის მერე მთავრობამ აშკარად დაინახა, რომ „თურმე“ ჯარი საჭირო ყოფილა...
* * *
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
https://digitallibrary.tsu.ge/book/2019/wig...tsiklopedia.pdf(გვ. 330)
რეგულარული არმია – ქართული რეგულარული შენაერთების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, მართალია თავიდან ამ ყველაფერს უფრო სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ 1917 წ-ის რევოლუციების შემდეგ კავკასიის ფრონტზე დაიწყო ნაციონალური შენაერთების ჩამოყალიბება. დაიგეგმა ქართული კორპუსის შექმნა, მაგრამ 1918 წ-ის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის არსებობდა რამდენიმე მცირერიცხოვანი ქართული პოლკი. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 1918 წ-ის 2 ივნისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა სამხედრო უწყების დროებითი მმართველობის გეგმა. 1918 წ-ის 20 აგვისტოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი რეგულარული არმიის ორგანიზაციის, დებულება რესპუბლიკის სამხედრო მმართველობისა, ასევე დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ.
რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის დებულების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უზენაესი ორგანო ეროვნული საბჭო იყო, რომლის აღმასრულებელი ორგანო მთავრობაა, ეს უკანასკნელი კი თავის უფლებას შეიარაღებული ძალების მიმართ სამხედრო სამინისტროს მეშვეობით ახორციელებდა. სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგა სამხედრო მინისტრი.
ომის დროს, მთავრობის საგანგებო დეკრეტით, ინიშნებოდა მთავარსარდალი, რომელიც ოპერატიულ საქმეებში სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდა. რესპუბლიკის
რეგულარული ჯარი შედგებოდა ორი ქვეითი დივიზიის, ერთი ცხენოსანი ბრიგადის, ერთი საარმიო არტილერიის ბრიგადის, სანაპირო ჯარის, საპიორთა ბატალიონის, სატექნიკო ბატალიონის, საავტომობილო ასეულის, ჯავშნოსანი ასეულისა და საავიაციო გუნდისაგან. ჯარის შევსება ხდებოდა საყოველთაო სამხედრო გაწვევის საფუძველზე. რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა, ზურგის ნაწილებისა და სამხედრო სამინისტროს თანამშრომლების ჩათვლით, შეადგენდა 41 260 სამხედრო მოსამსახურეს. ამ რაოდენობის არმიის შენახვა ქვეყანას და მის ბიუჯეტს არ შეეძლო, ამიტომ 1919 ჩატარდა რეორგანიზაცია და პირადი შემადგენლობა მშვიდობიანობის პერიოდში 16 950 კაცამდე შემცირდა.ახალი ორგანიზაციის მიხედვით რეგულარულ ჯარში მშვიდობიანობის პერიოდში ირიცხებოდა: 3 საარმიო ქვეითი ბრიგადა; საარმიო არტილერიის დივიზიონი; ცხენოსანი რაზმი; სანაპირო რაზმი; საინჟინრო-სატექნიკო ძალები და სამხედრო სკოლა. ომის დროს ბრიგადები უნდა გაშლილიყო დივიზიებად, ხოლო ბატალიონები პოლკებად. 1920-1921 წწ-ში მცირე ცვლილებები შევიდა 1919 დამტკიცებულ შტატებში, რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა 1920 წ-ის 25 ივნისის დეკრეტის საფუძველზე გაიზარდა 16 950-დან 19 630 კაცამდე.
* * *
3 მითი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება
https://at.ge/2020/05/26/3-miti/3. ბოლშევიკური რუსეთის თავდასხმა – საქართველოს მთავრობა არ ელოდა ბოლშევიკური ინტერვენციას და მას მოუმზადებელი შეხვდა
– კრიტიკოსები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა საბჭოთა ინტერვენციას არ ელოდა, შეიარაღებული ძალების აღჭურვას და მომზადებას კი სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. თუმცა, სინამდვილეში, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედი შეიარაღებულ ძალებს ხმარდებოდა...
* * *
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/266087(გვ. 35)
როგორ შეიქმნა საქართველოში სახალხო გვარდია 1918 წელს
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საქართველოში ყალიბდებოდა ქართული რეგულარული ჯარის ნაწილები და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წითელი გვარდიის შენაერთები. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი პარტიული წითელი გვარდია სახალხო გვარდიად გარდაიქმნა. ყოველთვის ისმებოდა და დღესაც ისმება კითხვა _ რატომ არ გააუქმეს გვარდია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ის რეგულარულ ჯარს არ შეუერთეს?
ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მმართველი სოციალისტური ძალის იდეალიზმი გახლდათ, რომლისთვისაც ქვეყნის სამხედრო ძალების მოწყობის საუკეთესო ვარიანტი შვეიცარიული სახალხო მილიცია იყო. პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე კი, რადგანაც რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მუდმივი საომარი ვითარება იყო, არც რეგულარული ჯარის ჩამოყალიბებაზე ამბობდნენ უარს. ხოლო მომავალში, როცა ქვეყანაში და მის გარშემო სიმშვიდე დაისადგურებდა, მმართველი პოლიტიკური ძალის აზრით, სახალხო გვარდია შვეიცარიული მილიციის კადრად, ჩანასახად გამოადგებოდათ. მმართველი ძალის იდეალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება გახლდათ ის, რომ გვარდიაში ინერგებოდა პრინციპები, რომლის მიხედვითაც გვარდიელთა მორჩილება უფრო მეტად `მასობრივ შეგნებას~ ეყრდნობოდა. ამას კი ზოგჯერ უდისციპლინობა მოსდევდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის პერიოდში მოხალისე გვარდიელები ხშირად მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ და მათი საბრძოლო მოტივაცია საკმაოდ მაღალი იყო.
მმართველი პოლიტიკური ძალის იდეალიზმთან ერთად, არსებობდა ასევე რეალური საფრთხეები, რის გამოც სოციალ-დემოკრატებმა არ დაუშვეს გვარდიის გაუქმება. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ბოლშევიკური საფრთხე ჯარის ნაწილებში. ამის მაგალითები იყო დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და გაბოლშევიკებულ ჯარისკაცთა რამდენიმე ამბოხი (თელავში, ქუთაისში, გორში) გვარდიელებმა იარაღის ძალით ჩაახშეს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, ბოლშევიკების არალეგალური მუშაობა ქართული ჯარის ნაწილებში არ შეწყვეტილა და რამდენიმე სამხედრო შეტაკებაც კი მოხდა. ამას გარდა, ბოლომდე არ ენდობოდნენ ოფიცერთა კორპუსს, ჯერ კიდევ რევოლუციამდე ბარიერის მეორე მხარეს მდგომ ადამიანებს, ეშინოდათ მათში `ბონაპარტიზმის“ შესაძლო გამოვლინებისა. მაგალითად მოჰყავდათ რუსეთში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ კორნილოვის ამბოხი და სამხედრო დიქტატურის დამყარების მცდელობა.
. . .
* * *
თუმცა, გვარდიის ცალკე არსებობას რომ ბევრი ცუდი მხარე ჰქონდა, ესეც ფაქტია.
"სახალხო გვარდია": საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმედი თუ...?
https://kvirispalitra.ge/article/78520-qsak...ikis-imedi-thu/ This post has been edited by griankali on 9 Mar 2024, 15:27
რუსეთი უნდა დაინგრეს.