განადგურებული მტკიცებულებები და დაუსჯელი სავარაუდო მკვლელი | 1 წელი 12 წლის ანას ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან
სახალხო დამცველმა 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ გამოძიება თავიდან არაეფექტიანად მიმდინარეობდა. ომბუდსმენმა შესაბამისი დასკვნა უფლებები საქართველოს იურისტების მიმართვის საფუძველზე მოამზადა.
ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დროულად არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოეპოვებინა.
დასკვნის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების "ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, შესაძლოა, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი".
"სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია"- ნათქვამია უფლებები საქართველოს განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით.
კერძოდ, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი მოქმედებების ჩატარება:
○ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;
○ შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;
○ გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;
○ ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
○ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.
უფლებები საქართველოს ცნობით, სახალხო დამცველმა წინადადებით ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაიწყოს შემოწმება ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე (გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე).
ანა იანუშაიტიტეს ოჯახი და უფლებები საქართველო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას და მოითხოვენ:
- ანა იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე გამოიძიონ ეფექტიანად. დროულად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო ქმედება;
- სრულფასოვნად გამოიკვლიონ მტკიცებულებების დაზიანებისა და დაკარგვის ფაქტები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
- სრულად შესრულდეს სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარდგენილი წინადადებები და წერილობით ეცნობოს ოჯახსა და უფლებები საქართველოს აღნიშნული წინადადებების შესრულების პროგრესის შესახებ;
- საქმეში ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები.
https://formulanews.ge/News/107689დახურეთ წინა თემა 100 გვერდს გადაცდა
დიდ დიღომში (post #60200855)აქ გავაგრძელოთ ფოსტვა
არ დაიწყოთ ეხლაა ამ საწყალ ბავშვზე ნარკოტიკულ წამლევს ლევდა და წებოს ყნოსავდა და მსგავსი სისულელები და დებილობების წერაა
ბავშვი აშკარად მოკლულია,
11-12 წლის ბავშვი ღამე სიბნელეში ბუჩქებში თავისი სურვილით არ შევიდოდა
საჭმლის გადაცდენის არ მჯერავს
უფრო საენტერესო ისაა ვინ აფარებს ხელს ნაძირალა მკვლელს
თუ დაიჭირეს სამუდამო უნდა მიესაჯოს და ციხეში ჩაძაღლდეს
თუ ბავშვის დედა ჩააძაღლებს მთლად უკეთესი
როგორც 44 წისწინ მარიანა ბახმაიერმა გერმანელმა დედამ მოკლა სასამართლოს დარბაზში 7 წლის შვილის მკვლელი დედამ 7 ტყვია დაახალა იმ ნაბიჭვარსა რომელიც 6 ტყვია სასიკვდილო აღმოჩდა
https://www.youtube.com/watch?v=LEpKhSJRqKA
This post has been edited by gig@@@ on 19 Mar 2024, 04:26