ზოგიერთს მგონი არ ესმოდა/არ ესმის თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინული იარაღით რუსების დადუღება. გარდა იმისა რომ საკუთარი იარაღის წარმოება მნიშვნელოვანია რომ დამოკიდებული არ იყო მთლიანად სხვაზე, ამის გარდა არსებობს დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორიც.
რუსული პროპაგანდისთვის უკრაინელი არის недочеловек. უნტერმენში. მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა დროს უკრაინა #2 რესპუბლიკა იყო ტექნიკური კუთხით და წარმოებების რაოდენობით, დღევანდელი რუსული პროპაგანდის თანახმად უკრაინელები ამაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდნენ და მხოლოდ რუსები "უკეთებდნენ" საბჭოთა დროს, სსსრკ-ს დაშლის შემდეგ კი უკრო-უნტერმენშებმა საერთოდ ვერაფერი ვერ შექმნეს და ვერ გააკეთეს. ამიტომ იარაღის წარმოება უკრო-უნტერმენშებს არ შეუძლიათ დიდი საბჭოთა დანატოვრითაც. ისინი მხოლოდ NATO-ს მიწოდებული ჟანგიანი ძველი იარაღით კვდებიან ზელენსკის ამბიციებისთვის.....
ასეთი პროპაგანდის ფონზე ფრონტზე ათობით უკრაინული "ბოგდანას" გამოჩენა, რუსული ფლოტის დაძირვა უკრაინული "ნეპტუნებით", რუსულ საავიაციო ბაზებზე დარტყმა "გრომით", ელაბუგის აბუგვა უკრაინული დრონებით, ნპზ-ებზე მიფრენები და ეს ყველაფერი იწვევს სერიოზულ კოგნიტურ დისონანსს, butthurt-ს და საერთოდ ფსიქოლოგიურად დამანგრეველია რუსებისთვის და მხოლოდ ამიტომ ღირს, ამაზე დიდი კაიფი უბრალოდ არ არსებობს.
რუსების აზრით მთელი ეს საბჭოთა სიმდიდრე შეუქმნეს და დაუტოვეს უკრო-უნტერმენშებს და ახლა ის მათ წინააღმდეგ არის გამოყენებული.
ეს ისეთივე ფსიქოლოგიური მარცხია რუსეთისთვის როგორც რუსულენოვანი უკრაინელები და "რუსული" ქალაქები რომ ებრძვიან რუსეთს ყველაზე აქტიურად ისეთები როგორიც ხარკოვია.
მოკლედ გარდა იმისა რომ საკუთარი იარაღი როცა გაქვს ვინმე ჯეიკ "ქუქოლდ" სალივანი ვერ გიბრძანებს როგორ და სად უნდა გამოიყენო და ეს ყველაფერი, არის ასევე ფსიქოლოგიური მომენტიცმე პირადად მომხრე ვარ რომ რუსები სუფთა სამხედრო მარცხის გარდა ფსიქოლოგიურად უნდა იქნან განადგურებულები მთლიანად მათი პროპაგანდიანად და ამიტომ ვარ 2014 წლიდან უკრაინის სამხედრო სფეროს დიდი ადვოკატი და თვალს ვადევნებ დეტალურად თითოეულ პროექტს და მათ განხორციელებას. წარმატებული აღმოჩნდა ყველაფერი.
სარაკეტო პროექტის ცოტა უფრო კარგად მოხოდვას ველოდები რომ "ბინგო" შეივსოს. 2024 წლის ბოლოსთვის ბალისტიკური / ფრთოსანი რაკეტების უფრო დიდი სერიით წარმოებას ველოდები კერძოდ.
ომი თუ გაიწელება ტანკების წარმოების მოქოქვაც შეიძლება თუ ამერიკა არ ჩაერთო და აბრამსები არ მოჯვა.
სადმე პოლონეთში წარმოებული Т-84-ების კოლონის დანახვაზე რუსები შეიძლება ამოწყდნენ ბოღმისგან