ცისნამი საყვარლიშვილმა გაამჟღავნა თავისი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა ფბ-ზე.
ეგ ხო გაშვილებული იყო და რომ გაიზარდა, მიაკითხა ბიოლოგიურ მშობლებს და არ მიიღეს. თან ვინაობის გამხელა აუკრძალეს, ემანდ ოჯახები არ დაგვენგრასო. ჰოდა, ეხლა გაამხილა.
თავად ცისნამის პოსტი ხო საინტერესოა და კომენტარებიც არანაკლები. მაგალითად, ეს:


100 პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში გაშვილების ისტორიების უმეტესობა ასეთია. შეტენეს ახლა ყველაფერი ექიმებს. უმრავლესობა დიახაც თვითონ ყიდდა შვილებსაც და შვილიშვილებსაც, ახლა ანგელოზებად რო მოაქვთ თავი, ექიმმა მომპარაო.
მუსერიძემ კი მოიწყო ცხოვრება მარა ამ საცოდავ, ხელახლა ტრამვირებულ ხალხს რა ეშველება, 40+ ასაკში რო იპოვეს "ოჯახები" და იმათ დააპაშოლეს. მაგას არცერთი მედიასაშუალება არ აშუქებს.
ან რაის ოჯახი და ნათესავები მაგ ასაკში. ვინც გყავს მთელი ცხოვრება, ისინიც პრობლემებს გიქმნიან და მაგ ასაკში ახალ, სრულიად უცხო ხალხს როგორ უნდა შეეგუო. მამენტ 20 წლის ტყუპმა გოგოებმა, დებმა რომ იპოვეს ერთმანეთი, ისინიც ვერ შეეგუვნენ.
მესმის შენი ბიოლოგიური წარმომავლობა გაინტერესებდეს, მარა ზრდასრულ ასაკში ოჯახში მიღების მოლოდინი მაგარი ღლეობაა. ისინი ყოველთვის უცხო ადამიანები იქნებიან ერთმანეთისთვის. თან ამას იმასაც თუ დავუმატებთ, წილხვედრში ქონების (ერთი ტრაწიანი სოფლის სახლის) განაწილებაზეც კი რა წეწვაგლეჯა აქვთ ხოლმე ერთად გაზრდილ დაძმასაც კი.
ამ ბიოლოგიურ მშობლებს და დაძმასაც აშკარად იმ მიზნით ეძებენ, იქნებ ვინმე მდიდარი აღმოჩნდესო და თუ არ აღმოჩნდა, მერე აპაშოლებენ.
საერთოდ კი, რომც დავუშვათ რომ მართალია ეგ მასშტაბური გაყიდვები ექიმებისგან ჩვილების, მაშინ რა გამოდის - მაგარი საზიზღარი ერი ვყოფილვართ და რაღაზე გვაქ საერთოდ პრეტენზიები. თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობა ჩვილებს თავად მშობლები ყიდდნენ.
ყველაზე დიდი ბოროტება სიკეთის სახელით გაკეთებული ბოროტებაა - საქართველოში ბავშვის შვილება ისედაც დემონიზებული იყო (სხვისი შვილი) და ამის მერე ვიღა იშვილებს ბავშვს.