ევროკავშირი არაფრის მიღებას არ გიკრძალავს. ევროკავშირი გეუბნება შენ თუ გინდა ჩემს ოჯახში შემოსვლა ეგ კანონი არ მიიღოოო..
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს" | მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი რუსულ კანონზე
"ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან ეს კანონი ზიანს მიაყენებს საქართველოს" | NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსულ კანონზე
"ქართული ოცნების" განცხადება "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ," კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. EU მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა," | ვკითხულობთ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი" | გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი "რუსულ კანონზე"
"ახალი კანონმდებლობა ჩაახშობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ" | წერს სოციალურ ქსელში Human Rights Watch და "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება
"გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი" | წერს სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი
"გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი" | წერს სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა გადასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსით. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას" | ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
"მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი რწმენით სავსე ნაბიჯი იყო და არა ჯილდო. "აგენტების აქტის" ხელახლა წარდგენა ამ რწმენას საბოლოოდ ანადგურებს. ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან" | წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი რუსულ კანონზე
VS
პესკოვი
"ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას მსგავს გეგმებზე. მაგრამ აქ, ალბათ, უბრალოდ გვჭირდება, უფრო მკაფიოდ ავხსნათ მათთვის რუსეთის პროექტად მიჩნევის [მცდელობის] აბსურდულობა" | კრემლის პრესსპიკერის, პესკოვის რჩევა "ოცნებას" რუსულ კანონზე
====
კოცი ტროლები უკვე წერენ გამოდით აბა ქუჩაში არავის გადაუღუნოთო
This post has been edited by Ladiesman on 5 Apr 2024, 12:55
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.