ასეთი კლეობა არგუმენტები იციან კიდე კოცებმა..
იიიიი წყალში გადახტეო გადახტებიო ?
მგონი ასეთ ხალხს სერიოზულად აქ მოცურებული..
არჩევანი არის ორი ან ვირჩევთ დასავლეთს ან ვირჩევთ რუსეთს.
არ შეიძლება ჩვენნაირ ქვეყანას ქონდეს მოძრაობის ორი ვექტორი, ან არცერთი ვექტორი.
ვერ ვიქნებით შვეიცარია, იმიტომ რომ შვეიცარიამ კიარ გადაწყვიტა მოდი მე ნეიტრალური ვიქნები ძმაოო და ნეიტრალური გახდა..
აგერ მოლდოვას ეწერა ნეიტრალიტეტი კონსტიტუციაში და მაინც წაართვა რუსეთმა დნესტრისპირეთი.
ასე რომ ჩვენ ან ვირჩევთ დასავლეთ, ან ავტომატურად ვხდებით რუსული გავლენის სფერო.
რუსული გავლენის სფერო როგორია ამაზე თუ ეხლანდელი ხალხის არ გჯერათ წაიკითხეთ ჯავახიშვილი, კოლაუ, გაეცანით გელათელი ბერების ისტორიას.
მოუსმინეთ საქართველოს ყველაზე პატრიოტ ქათალიკოს-პარტიარქს..
ასე მიმართავდა ამბროსი ევროპელებს:
,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!
ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა:
მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.
ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“
ახლა წარმოიდგინეთ დღეს რომ გხედავდეთ ეს პატრიოტი კაცი როგორ აერეოდა გული თქვენზე