#61153793 · 11 Apr 2024, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა რუსები შეგვიქმნიან ილუზიას, რომ აფხაზეთში დაბრუნება შესაძლებელია, ჩამოგვაშორებენ დასავლეთს და მარტო დარჩენილებს დაგვიგლიჯავენ „კალბასის ჩეკივით“! არი ეგ არის სულ ქოცების/რუსების მანევრი! უნდა გავიხსენოთ, რომ ამათზე ბევრად მაღაღლი კლასის პროსუსმა შევარდნაძემ ვერ შეძლო მაგ პროცესის დარეგულირება, მაშინ როდესაც ჩაირთო რუსული იმპერიული ინსტინქტი ტერიტორიების ათვისების! უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთმა თვითონ შექმნა აფხაზეთში კონფლიქტური სიტუაცია, არძინბას ჩამოყვანა მოსკოვიდან უკვე მაგას ნიშნავდა! არძინბამ შექმნა უკანონო აფხაზური ფორმირება შინაგანი ჯარის სახელწოდებით და დაიწყო ქართვლების დარბევა, იარაღს რუსები აძლევდნენ ბუნებრივია! მერე ჩვენც მოგვცეს იარაღი უცებ, გვაჩუქეს და ესე დაიწყო ომი 1992 წლის 14 აგვისტოს! მერე მოგვიწოდეს მშვიდობისკენ და მოგვაწერინეს ხელი 1992 წლის 3 სექტემბერს სამშვიდობო შეთანხმებაზე, ჩვენ გამოვიყვანეთ ბრძოლისუნარიანი ნაწილები - 1 ოქტომბერს დაარტყეს გაგრას და სისხლის მდინარეები მოაწყვეს! დავკარგეთ გაგრა! მერე გვითხრეს, რომ გაგრის საკითხი ეხლა გვერდზე გადავდოთ და ისე ვილაპარაკოთო, მომავლისთვის ესე ჯობიაო ახალ რელობებს გაუსწოროთ თვალიო, ჩვენ ჯერ არ ვშვებოდით ამას და ვითხოვდით გაგრა დაგვიბრუნეთ და მერე ვილაპარაკოთო! იქიდან მოგვიარეს, აქედან მოგვიარეს და მერე დაგვითანხმეს და კიდევ 1993 წლის მაისში შევთანხმდით და ისევ გავიყვანეთ ბრძოლისუნარიანი ძალები აფხაზეთიდან!!!! 2 ივლისს ტამიშში (სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის) რუსული დესანტი გადმოსხეს და პარალელურად სოხუმის სიმაღლეები დაიკავეს, მოკლეს ბერი ანდრია კამანში, მოსახლეობა დახოცეს, სახლები გაძარცვეს და გადაწვეს!!!!!!!!!! ოპერაციებში ჩართული იქვნენ რუსეთის ავიაციაც და არტილერიაც (ამა ფაქტს ვერ მალავენ რუსები)! მერე 27 ივლისს კიდევ ახლიდან მოგვაწერინეს ხელი ახალ სამშვიდობო შეთანხმებაზე, ეხლა მართლა მშვიდობა უნდა გამეფდეს აფხაზეთშიო!! აი მართლა მართლაო!!! ისევ გავიყვანეთ ბრძოლისუნარიან ძალები აფხაზეთიდან! რუსები და აფხაზები ისევე უწყვეტ რეჟიმში ემზადებოდნენ ახალი თავდასხმისთვის, ამ დროს ახალი ვაჭრობა გააჩაღეს რუსებმა და კიდევ ხელი მოვაწერეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას (მაშინდელ ОДКБ-ს ), ზუსტად ერთ კვირაში ДКБ-ს ხელმოწერიდან სოხუმის შტურმი დაიწყეს, ჩვენებმა მოითხოვეს შეტევის გაჩერება, რაზედაც რუსებმა კიდევ უფრო აფსურდული მოთხოვნა დააყენეს, რომ საქართველოს უნდა შემოეშვა რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელის ნაწილი მერე აზერბაიჯანში გადავიდოდა, რუსული არმია ისედაც იდგა მაგ დროს თბილისშიც, ბათუმშიც, ახალქალაქშიც და ა.შ.... და ეს აზერბაიჯანისკენ გადასვლა „ჩერეზ“ საქართველო რა ჯანდაბა იყო არ ვიცი მართალი გითხრათ, იმიტომ რომ რუსეთს აზერბაიჯანთან აქვს საკუთარი 330 კმ საზღვარი (ამაზე ჩვენ არ დავეთანხმეთ და ქართველი პრორუსები იძახდნენ აი ჩვენი ბრალია რომ, არ დავეთანხმეთო smile.gif)))) საქართველოში ისედაც იყო რუსული არმია და აზერბაიჯანის კომპონენტი იმიტომ შემოიტანეს რუსებმა, რომ ემანდ და არ დავთანხმებოდით მაგ წინადადებასაც ანუ რუსული ჯარის შესვლის ნაწილში, შეეშინდათ და სენტიმენტი შემოიტანეს მოლაპარაკებებში!), დაიკარგა აფხაზეთი, ენითაუწერელი სისასტიკეები მოხდა, ამ პირობებში ჩვენი „მეგობარი“ რუსი გენერლები და პოლიტიკოსები დაგვეხმარენ იმაში, რომ დევნილების გამოსაყვანად ერთი თუ ორი გემი გამოგზავნეს! და დაიწყეს არძინბას გინება!!!? აფხაზეთის დაკავების შემდეგ გვითხრეს აი ОДКБ კარგია, მაგრამ აი СНГ-ში რომ არ შემოხვედით მაგიტომ გართულდა ყველაფერიო და შემოდით და ეგ იქნებაო, შევედით СНГ-ში და მერე გვითხრეს რუსული სამხედრო ბაზები დააკანონეთ 50 წლითო და ........ მოკლედ რომ ვიცოდეთ რუსეთთან მოლაპარაკებები როგორ მთავრდება ხოლმე მაინც!!!!
|