#61148355 · 9 Apr 2024, 18:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტალინი აპირებდა თურქეთის შავი ზღვის პირას ტერიტორიების საბჭოთა კავშირთან მიერთებას. სტალინს უნდოდა იმპერიის გაფართოება, ამას საქართველოს გამო არ აკეთებდა.
აქედან რა ნაწილს მისცემდნენ. საქართველოს და რა ნაწილს სომხეთს... ე გ არავინ იცის. გააჩნია ვისი ლობი გაიმარჯვებდა. სომხების აზრით ხომ ოშკიც სომხურია და მთელი შავიზღვისპირეთი სომხეთია. 1945 წელია - 20 წელია გასული საქართველოს გასაბჭოებიდან. აჭარასა და ართვინს შორის კავშირი დაკარგული არ არის. ახლაც აქვთ ხალხს სიახლოვე - გადადიან/გადმოდიან. იმ დროს. ართვინის მოსახლეობის უმრავლესობას ქართული ეცოდინებოდა და თურქული იდენტობა არ ექნებოდა ჩამოყალიბებული.
იმ დროის ზემო აჭარელსა და ართვინის გურჯს შორის კულტურული სხვაობა არ იყო. 1921 წლამდე აჭარელიც და ართვინელიც ერთნაირი ბათუმის ოლქის ქართველები იყვნენ. შემდეგ ათწლეულებში ხდება ამ ხალხის სხვადასხვა გზით განვითარება.
თუ საბჭოთა კავშირი ამ ტერიტორიებზეც შეიტანდა თავის განათლების სისტემას, ანტირელიგიურ პოლიტიკას. სრულებით შესაძლებელი იყო ხოფა, ართვინი, შავშეთის ქართველების ქართულ სახელმწიფოში შემოზრდა. ისე რომ თვითონ ენდომებოდათ ყოფილიყვნენ საქართველოს სახელმწიფოში.
რიზეს იქით. გირესუნი , სამსუნის ლაზებთან რას ვიზამდით არ ვიცი. მაგრამ ართვინი, შავშეთი, ხოფას მოსახლეობის საქართველოში დაბრუნება შესაძლებელი იყო. თუმცა რიზეს იქითა ქალაქებშიც ცხოვრებდნენ ქართველები. უფრო ნაკლები პროცენტულობით.
ეს მხოლოდ what if მსჯელობა შეგვიძლია. სსრკ-მ ეს ტერიტორიები ვერ დაიპყრო. ახლა ვინმეს რუსეთუმე ან სტალინის მოტრფიალე არ მინდა ვეგონო. სტალინი არ აკეთებდა ქართულ საქმეს, სტალინი აკეთებდა საბჭოთა კავშირის საქმეს. საქართველოს შეეძლო შანსის გამოყენება. მაქსიმალურად სათავისო შედეგის გამოდნობა.
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|