#61154032 · 11 Apr 2024, 17:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (giobio @ 11 Apr 2024, 15:40 ) | QUOTE (2Bua @ 10 Apr 2024, 18:13 ) | კალოშა რომ სლეა ახლა მიხვდით?!
კალოშა გაიშიფრა საქართველოს კარში ორი გოლი რომ გაიტანა იტალიასთან მატჩში. მას შემდეგ კალოშა პირადად ჩემთვის არის ....! |
ლიგა რო მოიგო? და ქართულ დროშას აფრიალებდა ლიგის თასის გვერდზე?
|
დროშის ფრიალს და საქმეს რომ ვერ ვანსხვავებთ ერი მიტომ ვართ იმ მდგომარეობაში რომელშიც ვართ.
აგერ კვარამაც ააფრიალა დროშა სკუდეტოს მოგების მერე და კალოშასგან განსხვაღებით ლიგის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო, დავსვათ პრემიერ მინისტრად?!
ხიხოს მოწმეები, უკლებლად, არიან ჩვენ ბავშვობაში "პროპკას" რომ ვეძახდით და "შესწიორკას" ზუსტად ეგ ტიპები. ფულს სუნი არ ასდის სასტავია ხიხოს მოწმეების.
ერთი პრემიერი ორჯერ გადააყენა და დატუქსა არა პარტიამ არამედ ერთმა "რიგითმა" მოქალაქემ რომელიც პოლიტიკიდან "წავიდა".
მეტიც, ენერგეტიკის მინისტრი რომ თბილისის .ევროპაზე ჩამოაქვეითა ეგეც ხომ გადაყლაპა "პოლიტიკოსმა"? მოკლედ, საქართველოში პოლიტიკური კონცეფცია არ ვრცელდება, არსებობს მხოლოდ ფილში გდახურდავებული სინდისი, ნამუსი და თავმოყვარეობა.
პარლამენტურ რესპუბლიკაში პრემერია ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ვიღაც რიგითი ხიხო ნიფხავივით ცვლის და ახალს იცვავს, თან საჯაროდ ტუქსავს. ამას სახელმწიფოს კი არა კოლმეურნეობასაც ვერ დაარქმევ, უბრალო ბოსტანია, ხოლო ვინც მაგ ბოსტანში ცხოვრობს და საზრდოობს ... ყმა?!
21 საუკუნეში ქვეყანას რომ "მოურავები" მართავენ და ამას ხალხი ითმენს, მეტიც ბევრს უბრალოდ პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, დამოუკიდებელ სახელმწიფოს ეგ ხალხი როგორ ააშენებს ვერ წარმომიდგენია.
აგერ გვტენიან ღორების კანონს, და ამას "გამჭვირვალეობისთვის" ვაკეთებთო. პენსიონერმა ბაბუამ პრემიერის შვილს კერძო თვითმფრინავი რომ უქირავა აშშ-ში სასწავლებლად წასასვლელად ამის "გამჭვირვლეობას" არ ვჩივით?!
ის გოლი საკუთარ კარში რა მიზეზით გაიტან არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ გაიტანა, და მეტიც, დღემდე ჩვენს კარში გატანილი გოლებით არსებობს - ბიუჯეტს ჭამს და ქალაქს ამახინჯებს.
|