რატომ ჭიანურდება რუსულ კანონზე გადაწყვეტილების მიღება - რას ამბობენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები
სათათბიროდ გასული პლენუმის მოსამართლეები არ ამბობენ, რა ვადებში გამოაცხადებენ რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მანანა კობახიძემ “პირველებს“ ურჩია, არ დაუსვას ეს შეკითხვა, რადგან პასუხის შემთხვევაში კანონს დაარღვევს.
ვერ გეტყვით, ხომ იცით, რომ თათბირზეა სასამართლო და წინასწარ გამჟღავნება ინფორმაციის, დაუშვებელია. სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილება იქნება საჯარო. თათბირის საიდუმლოებას კანონი იცავს, ვერაფრით გეტყვით. ბოდიშს გიხდით, მეტ ინფორმაციას ვერ გავცემ“- განაცხადა კობახიძემ.
“პირველებმა“ კითხვების დასმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებთან, მერაბ ტურავას და ხვიჩა კიკალიშვილთანაც სცადა, თუმცა მათ ტელეფონი გათიშეს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 8 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.
https://www.newposts.ge/news/politica/ratom...s-mosamartleebi