ხალხო...უკრაინას თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა დიდი ხნის წინ ქონდა....პრობლემა იმაშია რომ მყარ საწვავზე აკეთებდნენ "ისკანდერის" გაუმჯობესებულ ვერსიას
უკრაინის რაკეტმშენებლობის ინდუსტრიას კი მყარ საწვავთან ცოტა გამოცდილება აქვს. ძირითადად უკრაინელები კონტინენტშორის რაკეტებს აკეთებდნენ თხევად საწვავზე.
ამიტომ პროგრამა "გრომის" შექმნის დროს იყო პრობლემები მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავის შექმნის დროს. პირველი ეგზემპლარები გასკდა.
გარდა ამისა უკრაინელებმა მოინდომეს ზედმეტად ტექნოლოგიური რაკეტის გაკეთება რუსებთან შედარებით.
იგვიე ძრავი გაცილებით მაღალი ტექნოლოგიებით კეთდებოდა ვიდრე რუსული "ისკანდერის" (სპეციალური კომპოზიტური მატერიალებისგან დახვევით)
ასევე დამიზნების სისტემა უნდა ყოფილიყო ბევრად კომპლექსური რამდენიმე რეჟიმიანი დამიზნების თავაკებით და ა.შ
მოკლედ უკრაინელებმა ზედმეტად ამბიციური პროგრამა აიღეს, რა საკვირველია მისი რეალიზაცია მშვიდობის პირობებშიც დიდ დროს მოითხოვდა და ფინანსებს.
მაშინ საუდის არაბეთმა ჩადო 300 მილიონი $ ამ პროექტში
ომის დაწყების მერე რა მდგომარეობაშია "გრომის" პროექტი არავინ არ იცის ზუსტად.
საქმე იმაშია რომ რუსებმა გაანადგურეს უკრაინის მყარი საწვავის საწარმო პავლოგრადში
მყარი საწვავის წარმოება ომის პირობებში როცა იბომბები საკმაოდ რთულია.
ამიტომ უკრაინელებმა აქცენტი გააკეთეს ფრთოსან რაკეტებზე სარაკეტო პროგრამა ახლა ძირითადად ფრთოსანი რაკეტებია.
თუმცა რამდენიმეჯერ იყო არაპირდაპირი მტკიცებულებები "გრომის" ექსპერიმენტალური ვარიანტების გამოყენების
არ არის გამორიცხული ბალისტიკურების პროგრამაც ცოცხალი იყოს
სარაკეტო საწვავის უკრაინის გარეთ გაკეთებით ან იმპორტით. უახლოეს მომავალში გაირკვევა ეგ.


