პირადში მომწერეს. ვერ ვაქვეყნებო. თუ სპლიყვის ბედს გავიზიარებ ამ პოსტის გამო ჩემს ძაღლებს მოუარეთ რა
"მოკლედ, ამეწვა ტრაკი და შევქმენი აქაუნტი მხოლოდ ამ პოსტის გამო მაგრამ თურმე 3 დღე უნდა ველოდო, ხო და თქვენ დაპოსტეთ.
ეს არის დამუშავებული კოპია პოსტის, რომელიც დავწერე სხვა რესურსზე შარშანდელი მარტის პროტესტების დროს, მაგრამ ქოცობამ უკან დაიხია და ყველამ დაიკიდა, ამიტომ ვწერ აქ. თემის შექმნის უფლება არ მაქვს, ამიტომ თქვენ გაავრცელეთ და ხალხს აცნობეთ. გაავრცელეთ სოცქსელებშიც.
პროტესტანტის ცნობარი
მე დავიბადე უკრაინაში ქართულ ოჯახში და ოფიციალურად ქართული არ მისწავლია, მხოლოდ სახლში საუბრებიდან, ამიტომ გრამატიკულ შეცდემობზე არ მეჩხუბოთ. ვიღებდი მონაწილეობას მაიდანში და ვადევნებდი თვალს ჰონკონგის პროტესტებს. როგორც გახსოვთ, ორივე დასრულდა პროტესტანტების გამარჯვებით. ხო და რამდენიმე რჩევა მინდა გაგიზიაროთ. მე მინდა, რომ ხალხი უკეთესად იყოს მომზადებული, რომ წინასწარ იცოდეს რაღაც მომენტები. როცა თვალები გეწვის და ვერ სუნთქავ და 10+ ღორი შენსკენ მორბის ხელკეტებით, ცოტა გვიანია ფიქრი "ნეტავ X ჩამეცვა და Y წამომეღო".
https://imgur.com/a/sN6mNZihttps://imgur.com/LrWKqjlსურათებზე ხედავთ ჩვეულებრივი ჰონგკონგის პროტესტანტის ჩაცმულობას და აღჩურვილობას. მინდა ამის შესახებ კომენტარის გაკეთება.
ჰონკონგში იყენებდნენ "შავი ბლოკის" ტაქტიკას - ყველას ეცვა იგივე შავი მაისური და იგივე ყვითელი ჩაფხუტი. ყველა პროტესტანტი ერთმანეთს გავდა, ყველას სახე ქონდა ამოფარული და ეს ართულებდა მათ იდენტიფიკაციას - გაითვალისწინეთ, რომ ჰონკონგში ყოველ ნაბიჯზე დგას კამერა სახის ამოცნობის ტექნოლოგიით. იგივე კამერები დგანან პარლამენტთან და მის გარშემო.
ბანდანების, შარფების, ყელსახვევების, სამედიცინო პირბადების და ა.შ. გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ სახის დამალვის თვალსაზრისით. ისინი ძალიან ცუდად იცავენ წიწაკის სპრეისგან და საერთოდ არ იცავენ ცრემლსადენი ან სხვა გაზისგან. რაც შეეხება რესპირატორებს, პროტივოგაზებს, სპეციალურ სათვალეებს, ისინი ეფექტურად მუშაობენ მხოლოდ როდესაც არიან კანთან მჭიდრო კონტაქტში. კანის და რესპირატორის შორის 1-2 მილიმეტრიანი სივრცეც კი საკმარისია იმისთვის, რომ რესპირატორს დაეკარგოს ყველანაირი აზრი. ვისაც წვერები ან გრძელი თმა გაქვთ, გაუფრთხილდით განსაკუთრებით. ჰონკონგში ზოგი იყენებდა საცურაო სათვალეებს, რახან ამათ აქვთ რეზინის სარქველები. რესპირატორის ხარისხსაც გააჩნია, და გააჩნია ფილტრსაც. კარგი რესპირატორი ღირს 200-300 ლარი, იაფი ჩინური ნაგვისგან დიდ სარგებელს ვერ მიიღებთ. შეძენის დროს დაუკვირდით მარკირებას რესპირატორზეც და ფილტრზეც: თუ აწერია N99, R99, P99, N100, R100, P100, მაშინ 100% ვარგისია ცრემლსადენი გაზის წინააღმდეგ. ზოგადად, კომპანია 3M აწარმოებს კარგ რესპირატორებს, ჩვენთან მინახავს ბაზრობებზეც და მაღაზიებშიც. (იმედია, არ უნდა აგიხსნათ, რატომ ყველაფერი უნდა იყიდოთ ნაღდი ფულით.)
ცრემლსადენ გაზს კი გაზს ეძახიან, მაგრამ აირი არ არის, აეროზოლია. წიწაკის სპრეის ტექსტურა არის ზეთოვანი. ორივე ადვილად იჟღინთება ტანსაცმელში (და კანშიც). მერე ძალიან ძნელია მისი მოცილება, სარეცხი მანქანაც ზოგჯერ ვერ ახერხებს. ან უნდა ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც მერე გადააგდებთ, ან ზემოდან ჩაიცვით საწვიმარი. ნებისმიერ შემთხევაში, ჰუდი ან რამე კაპიშონიანი არის კარგი იდეა, რახან წარმოადგენს დამატებით დამცავ ფენას რომელიც, სხვათა შორის, არბილებს მიღებულ დარტყმებს.
რაც შეეხება დარტყმებს, ჯავშანი პროტესტზე ყოველთვის გამოსადეგია. ცხადია, ყველას სახლში არ უდევს მოტოციკლეტური ჯავშანი (ე. წ. "კუ"), მაგრამ საქართველოში ბევრი სკეიტერია და ველოსიპედისტიც. იდაყვების და მუხლების დაცვა მნიშვნელოვანია - აქციაზე წაქცევის შემთხვევაში არის დიდი შანსი მძიმე ტრავმის მიღების. ბიჭებო, სპორტზე ვინც დადიხართ, კარგად იცით, "რაკუშკა" რა არის. გამოიყენეთ აუცილებლად - ყვერებში გაზის ნიჟრის ან რეზინის ტყვიის მოხვედრას არ ვუსურვებდი არავის (კობახიძის გარდა). ისე, იმპროვიზირებული ჯავშანიც არის საკმაოდ ეფექტური:
https://imgur.com/x32zV1oხელთათმანების ჩაცმასაც აზრი აქვს - არ მხოლოდ დაცულები იქნებით წაქცევის შემთხევაში, შეძლებთ ასევე გაზის ნიჟრების აღებას და გადაგდებას - როგორც წესი, საკმაოდ ცხელები არიან. მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელშიც გიადვილდებათ სირბილი, ასევე აუცილებელია: პოლიციას აცვია მძიმე და მოუხერხებელი "გოვნოდავები", რახან მათ იშვიათად უწევს სირბილი. თქვენთვის სიჩქარე არის დიდი უპირატესობა.
ტელეფონებზე მიდის დავა - ერთ მხრივ, საჭიროა, რახან გადაიღებთ მოვლენებს და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს. მეორე მხრივ, დადის ჭორი, რომ პოლიცია სპეციალური ანტენით იჭერს პინგებს, რომლებიც თქვენი ტელეფონი რამდენიმე წამში ერთხელ უგზავნის საკომუნიკაციო კოშკებს, და ნომრით ხვდება, რომ თქვენ იყავით აქციაზე (არ ვიცი, რანდემად მართალია ეს ჭორი). ასევე არის რისკი, რომ ტელეფონს დაკარგავთ ან გაფუჭდება წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში არჩევანი სრულიად თქვენზეა.
ახლა ვისაუბროთ ზურგჩანთებზე. თან უნდა იქონიოთ სასმელი წყალი, ელემენტარული საჭმელი (გრანოლა-ბარი/მუსლი-ბარი, შეფუთული ბუტერბროდები ან სნიკერსი) და სარეზერვო ტანსაცმელი - წიწაკის სპრეიზე უკვე დავწერე, მაგრამ ჰონკონგში ღორები ასხავდნენ ხალხს საღებავს და მერე ამის საფუძველზე აკავებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ აქაც იგივეს იზამენ. ასევე თან იქონიეთ რძე (წიწაკის სპრეის ყელში მოხვედრის შემთხვევებისთვის) და სპრეი-ბოთლი ფიზიოლოგიური ხსნარით (იგივე რინგერი, იყიდება იაფად ყველა აფთიაქში) თვალების ამოსარეცხად. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ 50/50 ნაზავი წყლის და მაალოქსის. ეს ხსნარი ძალიან კარგად წმინდავს თვალებს გაზისგანაც და წიწაკისგანაც.
https://imgur.com/6ZkvMRXახლა ვისაუბრებ ბარიკადებზე და თავდაცვაზე. მაიდანის დროს პოლიციამ ძალიან ჩქარა წავიდა ესკალაციაზე და გამოიყენა უსასტიკესი მეთოდები პროტესტანტების დარბევისთვის. თუ გინდათ, რომ თქვენი აქცია იყოს გრძელვადიანი, აუცილებელია ბარიკადები. კარგი ბარიკადის საძირკველი პარკის სკამი კი არაა, არამედ საბურავია. მძიმეა, ასფალტზე არ სრიალებს, არ იხევა, მეტნაკლებად ცეცხლგამძლეა და ივსება ნებისმიერი მასალით. ზემოდან შეგიძლიათ დაადგათ რასაც გაგიხადებათ - ფიცრები, ქვიშის ტომრები, არმატურა, აგურები. მეორე მთავარი მომენტი ბარიკადის არის სქელი მავთული - არ არის საკმარისი ერთმანეთზე დაბრკოლებების დაწყობა, თუ ერთმანეთში არ არიან გადაბმულები. ჩვეულებრივი კაბელებიც და იგივე "ხომუტები", რომლებსაც პოლიცია იყენებს, ვარგაა. 8 მარტის სკამების და ნაგვის ყუთების "ბარიკადა" იყო დაშლილი წამებში, იმიტომ რომ უბრალოდ დაააყენეთ რიგში და მეტი არაფერი.
https://imgur.com/7HpDZn7რაც შეეხება თავდაცვას, როდესაც პოლიცია მაიდანზე და ჰონკონგში შეტევაზე გადადიოდა ინდივიდუალური მოქალაქეების წინააღმდეგ (ანუ 8-10 ღორი ტოვებს რიგს, აკავებს ერთ ადამიანს და შეათრევს უკან რიგში), სხვა პროტესტანტები კი არ გარბოდნენ, არამედ აქტიურად იცავდნენ ამ ადამიანს და არ აძლევდნენ დაკავების საშუალებას. მეტსაც გეტყვით, მაიდანზე უკვე მოქალაქეები იგივე ტაქტიკას იყენებდნენ ღორების წინააღმდეგ - 10-12 ადამიანი გამოათრევდა ღორს რიგიდან (ფარით ან ქამრით) და შეათრევდა ბარიკადის მიღმა. გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო ექსტრემალური ზომა, როდესაც პოლიცია უკვე ღიად ასახიჩრებდა და კლავდა ხალხს.
ისე, პოლიციას არ აქვს ფარებზე მონოპოლია - ერთი სიგრძეზე გაჭრილი პლასტმასის კასრიდან შიგნით გატარებული ხომუტით ხელისთვის გამოდის 2 გადასარევი ფარი. ინტერნეტი სავსეა ფარების შექმნის გაიდებით, მაგრამ ისინი ძირითადად არიან ფიცრისგან, დსპ-დან ან რკინისგან - ანუ ან მსხვრევადი, ან მძიმე. პლასტიკი სქელია, გლუვია და მსუბუქია. 10 რიგში დადგმული ადამიანი ასეთი ფარებით იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მათ უკან ვინც დგას.
https://imgur.com/WdPlhpLმე არ მეპარება ეჭვი, რომ პროტესტის ესკალაციის და გახანგრძლივების შემთხვევაში ხელისუფლება განახორციელებს პროვოკაციას, რომლითაც "გაამართლებს" ხალხის წინააღმდეგ მომაკვდინებელი იარაღის გამოყენებას - როგორც იყო მაიდანზე შეგზავნილი "ტიტუშკებით", რომლებიც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ამ შემთხვევაში უკვე ყველა წესი ნაგავში იყრება და პროტესტი იქცევა შეიარაღებულ აჯანყებად ხელისუფლების წინააღმდეგ. ასეთი სცენარი უნდა ყველანაირად თავიდან ავარიდოთ. ვიცი, რომ ბევრს გაქვთ სახლში იარაღი და გაქვთ გამოყენების ცდუნება. თუ ზემოდ აღნიშნული სცენარი არ მოხდა, არც იფიქროთ ამის გამოყენებაზე ან უბრალოდ ქუჩაში გამოტანაზე. სისხლის ღვრა, პროვოკაციები, მკვლელობა და ა.შ. არის ხელისუფლების მეთოდი და არა ჩვენი. ხელისუფლება ფუნდამენტალური კანონების დარღვევის შემთხვევაში კარგავს ხალხის და სამყაროს თვალებში ლეგიტიმურობას; თქვენი მხრიდან იგივეს შემთხვევაში ლეგიტიმურობას კარგავთ თქვენ და თქვენი პროტესტი. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი სიცოცხლის დაცვის, თავდასხმის შემთხვევაში.
ასე რომ, გაუფრთხილდით პროვოკატორებს, ძალადობის გამოყენების აგიტატორებს, უცნობ ადამიანებს რომლებიც ცდილობენ თქვენი პირადი ინფორმაციის (სახელს, გვარს, მისამართს) გაგებას, და ა.შ. თუ მარტო ხართ აქციაზე, შეუერთდით ჯგუფს, სადაც არიან ოჯახები, რახან აქ შემოგზავნილი ადამიანის ყოფნის შანსი დაბალია. თუ მეგობრებთან ერთად ხართ, დარჩით მეგობრებთან, და არ ისაუბროთ უცნობ ადამიანებთან პირად თემებზე. როგორც ოცნების ახალგაზრდათა ორგანიზაცია, ასევე გადაცმული პოლიციელები იყვნენ და იქნებიან აქციებზე. თქვენ კიდე იყავით ყურადღებით."