ყველაფერში გეთანხმები ზახარიჩ.
ოღონდ, განხორციელებაში და აღსრულებაში გვაქვს "ნიუანსები"
და გეტყვი რაც:
1. ცენტრალიზებული მმართველი გუნდი არ გვყავს.
ამაში უნდობლობაც თამაშობს დიდ როლს.
შალიკოს ფანჩატურის შემდეეგ ოპოები ერთმანეთს აღარ ენდობიან "საიდუმლო, ცენტრალური სტრატეგიის" შემუსავებაში
იმიტომ რომ დადასტურებულად ვიცით, რომ ოპოზიციის ტოპ ლიდერშიპში გვყავს ბიძინას აგენტურა.
ამიტომ, ყველა დაგეგმარება ხდება იმ დაშვებით, რომ სუს-მა უკვე იცის ყველაფერი.
ან მოსასმენით, ან ჩანერგილით.
შესაბამისად,
ყველა რევოლუციური უჯრედი (პოლიტიკური ოპოებო, ენჯეოები, ახალგაზრდული მოძრაობები) გეგმავს
და ფუნცქიონირებს დეცენტრალიზებულად ჯერ
და მერე უკვე ლოკაციაზე ხდება კოორდინაცია.
2. მომიტინგეები არ არიან დისციპლიონირებული, მასა,
ათმეთაურებს და ოცმეთაურებს დამორჩილებული მეომრები.
არც თავის უფროსებს არ უჯერებენ,
პატარა კუტოკებად დარბიან და "თავისას აკეთებენ"
მაგათ სულ კიდიათ ერთიანი გეგმა,
"შუმოკი აიწია - დავაი დავეცით რობოკოპებს"

რატი ამაღლობელი და ბექა ყორშია ძლივს ავარჩიეთ კომპრომისულ ფიგურებად,
პროტესტის ნომინალური სახეების
და მაგათაც მაგარს ასხავენ, თვითონ ბავშვები.
3. აქტიურად გვიხშობენ კომუნიკაციას ლოკაციაზე.
გუშინ ტელევიზიების სიხშირეებს ახშობდნენ,
ინტერნეტი ჭედავდა
შესაბამისად კომუნიკაცია თითქმის არ იყო.
4. მიტინგის სცენიდან დაიძახეს: კანცელარიის და ქართული ოცნების ოფისის პიკეტიო
და მანდ დაგვიშვეს მერე ყველაფერი,
რაც შეეძლოთ.
ასე რომ,
უნდა ვიმუშაოთ იმ მასით და იმ პირობებში,
რაც გვაქვს.
დეცენტრალიზაცია და თვითორგანიზება უნდა გადავაქციოთ ჩვენ უპირატესობად.
ესე დალაგდა.
This post has been edited by Codex on 2 May 2024, 12:27