შემოგვაპარაც ჰქვია ამას და შემოგვაპარა თან როგორ
მთელი მართვის სისტემა ამაზე ააწყო ტიპმა. ,,კოლექტიური ნაცმოძრაობა"- ანუ ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა უკლებლივ, არის ,,გლობალური ომის პარტიის" (აშშ-ს) აგენტურა, რომელიც, ხიხოს სიტყვებით, უნდა გასამართლდეს, ხოლო ,,ხალხის ძალა" საერთოდ ნიურნბერგის პროცესის ჩატარებას ითხოვს :დდდდდდდ
https://1tv.ge/news/khalkhis-dzala-koleqtiu...a-2012-wlis-sh/ანუ ჩვეულებრივ ავტორიტარიზმისკენაა სვლა რა, ხდება როგორც დემოკრატიული პრინციპების, ასევე საგარეო კურსის ფუნდამენტური ცვლილება.
ორი რამეა ეხლა ქოცების მიზანი:
1) ოპოზიციური ველის მთლიანად მოსუფთავება, ყველა პროდასავლური ძალა უნდა გაქრეს, ზოგი ციხეში გაუშვან, ზოგს ისეთი დისკრედიტაციის კამპანია მოუწყონ, რომ თავს ვეღარ ყოფდეს გარეთ. ყველა, ვინც ამათ საწინააღმდეგო აზრს წარმოთქვამს, ყველა გლობალური ომის პარტიის აგენტია, ჩვეულებრივი ბოლშევიკური ხელწერა.
2) რუსეთთან მოკავშირეობისთვის ,,ლეგიტიმაციის" მინიჭება ჩერეზ ჩინეთით. ანუ ქოცების პროპაგანდა მუშაობს ესე: აი ხალხო, ჩინეთი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გვეუბნება, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებთანო, მედიატორი ჩინეთი იქნება და თვითონ წარმოადგენს სამშვიდობო გეგმასო (რაც რუსებს ენდომებათ, ის ეწერება იქ), ყველაფერი რაც წარსულში მოხდა, შეეტენება გლობალურ ომის პარტიას, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველა ომი მათ მიერ იყო მოწყობილი და რუსეთი იძულებული იყო ომი დაეწყოო (აქედან ზოგს ეხლა არ ამბობენ, მაგრამ მაქეთკენ რომ მიდის ყველაფერი, ამას მარტო ბრმა ვერ დაინახავს).
ამის გაკეთებას კი ბიძინა ეცდება თავისი ჩვეული ტაქტიკით: მთელი პარტია, მარიონეტი მედიასაშუალებები (ნაძეჟდა, ბოზტვ და ძმანი მათნი), ექსპერტ-პროპაგანდისტების მთელი არმია ( შათირები და ეგეთი შეშლილი როჟები), საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი და ცნობადი პირები, რომელთა განცხადებებსაც დიდი წონა აქვს საზოგადოებაში და საპირისპირო აზრს მოერიდება მრევლის ნაწილი იმის გამო, რომ ამაზე ფიქრსაც კი ცოდვად, სატანისტური დასავლეთის მიერ მოხვეულ აზრად ჩათვლიან და განდევნიან. სასულიერო პირი, რომელიც ამათ საწინააღმდეგოს იტყვის, იქნება გლობალური ომის პარტიის აგენტი და ,, ფსევდო-ქრისტიანი".
სანაცვლოდ კი ქოცობა რასაც უნდა იმას იზამს: საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ, კორუფცია, ნეპოტიზმი გულაობა ისა ესა გაუმჭვირვალე პროცესი იქნება მთლიანად ( ენჯეოების გარდა ვინ უნდა მოგვაწოდოს ამ საკითხზე ობიექტური ინფორმაცია გაუგებარია), მოკლედ როგორც გაუხარდებათ, ისე იქნება ყველაფერი და იქნება აქ რამდენიმე ურესურსო ვითომ პარტია, ზოგი მართლა რომ იფიქრებს, რომ ოპოზიციაშია და შეუძლია მთავრობის ცვლილება ( იაგო-ვახოს გირჩს, ალეკოს და ასეთ ძალებს ვგულისხმობ), ზოგი ქოცზე უფრო ქოცი იქნება ( ალტ ინფო), ზოგი კი ,,ვითომ" ოპოზიცია იქნება, რუსეთში როგორცაა კომუნისტური პარტია რომაა ვითომ და რაღაც ###ობები კიდევ (ევროპელი სოციალისტები და მსგავსი ფასადური ოპოზიცია).
ამ მიზნების განხორციელებაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქოცმედია. ზოგადად ოცნებას პროპაგანდისტული ხერხები საკმაოდ კარგად აქვს შემუშავებული, პოსტვ არის ამ მხრივ საინტერესო მოვლენა. წამყვანებს შეუძლიათ თავი წარმოაჩინონ, როგორც დასავლეთის აპოლოგეტები ( ხალხო ჩვენ ლიბერალური დასავლეთი არ მოგვწონს, თორემ შეხედეთ ეგერ ორბანია, ტრამპია, ლე პენია, ფიცოა) და ასე შემდეგ, ანუ ვითომ დასავლეთი რომ უნდათ, მაგრამ რეალურად ყველაფერი იმისგან დაცლილი დასავლეთი, რომელიც ჩვენ მოგვწონს (თავისუფლება, კინო, მუსიკა (რომელიც ყოველთვის ლიბერალურია თავისი ეპოქის გათვალისწინებით), სახელმწიფოს მართვაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები) და ასე შემდეგ. პროდასავლურებად გაგვიფორმებენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ იქაური ულტრამემარჯვენეები მოსწონთ, არადა ნათელია, რომ ევროპელ ულტრამემარჯვენეებს საქართველო სულ ცალ ფეხზე კიდიათ, ერთადერთი ტვირთების პონტში თუ დაინტერესდებიან, დანარჩენი ყველაფერი ფარსი იქნება. და თან ბუნებრივად დაკარგავს საზოგადოება დასავლეთისადმი ინტერესს, სიმპათიას ( ბუნებრივია, თუ მე მომწონს ულტრამემარჯვენე, სუვერენული დემოკრატიის ტყავში გახვეული თეოკრატიული დასავლეთი), მაშინ საერთოდ დასავლეთი რაში მაინტერესებს? იმ მომხიბვლელობის გარეშე დასავლეთი არის ერთი რიგითი ცივილიზაცია, ადამიანები არიან სხვების მსგავსად და ვსო, არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო.
ხოდა რას მოვაყოლე ეს, პოსტვ ერთი მხრივ ,,დასავლურ" ძალად წარმოაჩენს ქოცობას, მეორე მხრივ კი აქტიურად ეწევა ანტიდასავლურ, განსაკუთრებით კი ანტიამერიკულ პროპაგანდას. თან ცდილობს ცოტა რბილი ტონიც შეურიოს თავის საუბარში (ჩვენ დასავლეთი ვართ აბა რა ვართ, უბრალოდ გამჭვირვალობაა მეტი არაფერი, მოდი ვისაუბროთ ვიმსჯელოთ) და ასე შემდეგ. ამის მერე კი ისევ უხეშ ტონზე გადადიან და ამ უკანასკნელს მიაწვებიან აწი განსაკუთრებით.
ნუ ოპოზიცია კიდე საერთოდ ცალკე სასწაული მოვლენაა, ამათზე აღარ დავწერ ეხლა ისედაც საკმაოდ დიდი პოსტი გამოვიდა :დდდდ
არ მინდა არავის შეშინება და ნიჰილიზმის დათესვა, მაგრამ ეს პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა და რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ საჭიროა მაქსიმალური აქტივობა ლიბერალური დემოკრატიის დასაცავად, ყველა იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის შედეგიცაა დღევანდელი სიტუაცია, და ამ შეცდომების გააზრებით მომავლის, ჭეშმარიტად დემოკრატიული და ღირსეული საქართველოს ასაშენებლად.
სხვა შემთხვევაში. ორუელის ,,1984" რეალობად იქცევა, ნაწილობრივ უკვე იქცა კიდევაც.
This post has been edited by KobSak on 8 May 2024, 03:23