აპირებს თუ არა "ქართული ლეგიონი" თბილისში მიმდინარე პროცესებში ჩართვას?! - მამუკა მამულაშვილი: "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ"
https://kvirispalitra.ge/article/117340-api...rtvis-eshiniat/უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ქართულ ძალოვან უწყებებს მიმართავს, თავი შეიკავონ მასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავცელებისგან. „ქართული ლეგიონი“ არანაირი არეულობის მოწყობას არ გეგმავს, პირიქით - სისხლს ღვრის იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს“, - ამბობს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი მზადყოფნას აცხადებს, ჩამოვიდეს საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ამ საკითხზე საუბრისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ დიახ, უკრაინიდან მოსალოდნელია სააკაშვილი მომხრეების დესანტირება. „უკრაინაში ბევრი ქართველი იბრძვის გულწრფელად, რუსეთის წინააღმდეგ და არანაირი შურისძიება არ ამოძრავებთ „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ „ქართულ ლეგიონში“ არიან ადამიანები, მეთაურის ჩათვლით, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი ამ მთავრობისადმი. ბოლოსდაბოლოს მეთაურის და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო", - განუცხადა არეშიძემ "კვირის პალიტრას".
მამუკა მამულაშვილი:
- წავიკითხე სუსის განცხადებაც და შემდეგ მამუკა არეშიძის ინტერვიუ - ორივე აბსურდულია. მათი განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აპირებენ ჩართვას. სინამდვილეში, „ქართული ლეგიონი“ არასდროს არ ახალისებს ძალადობას, ნამდვილმა ჯარისკაცმა ყოველთვის იცის მშვიდობის ფასი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მოსკოვის დირექტივით კეთდებოდეს, იმიტომ, რომ რუსები უკვე დიდი ხანია, მუშაობენ „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციისთვის...
მთელი ჩემი ძალა, ენერგია და რესურსი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ კრემლის ამბიცია გაცილებით დიდია, ვიდრე - უკრაინის დამარცხება - პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ამიტომ ძალებს არ ვზოგავთ, სისხლს ვღვრით, რომ რუსებმა ვერ შეძლონ უკრაინის დამარცხება და შემდგომი ამოცანების განხორციელება, მათ შორის - საქართველოში ინტერვენცია. ჩვენ ყველაზე მეტად არ გვინდა საქართველოში არეულობა და ესკალაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს, არ გამოიყენონ არაადეკვატური ძალა ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ. ახალგაზრდებსაც ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. მესმის მათი და მხარს ვუჭერ მათ ბრძოლას თავისუფლებისათვის, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ძველი შეცდომები, უკვე გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა მოხდეს...
სამწუხაროა, რომ დღეს სწორედ ძალოვანი უწყებები არღვევენ ქვეყნის მთავარ კანონს და ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე, დევნიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ, რომ, პირველ რიგში, სწორედ რუსეთს აწყობს საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება. უცნაურია, რომ ამ ხელისუფლებამ ე.წ. რუსული კანონის შემობრუნებით ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირა, ძალოვნები კი ჩვენ გვდებენ ბრალს ქაოსის მოწყობის მცდელობაში...
...