დიალოგი ლილოს ბაზრობაზე ორ 70 წლის ასაკის ბაბუს შორის:
- ვა, დიმიტრიჩ, როგორა ხარ? ჩვენი ძმა აფხაზეთიდან. აი ნახე დავიბრუნებთ აფხაზეთს. ეუბნება ელიავას ხის მასალის გამყიდველი.
- კი, როგორ არა. სევდანარევი ირონიით პასუხობს დიმიტრიჩი.
- აი ნახე თუ არა, ეს ახალგაზრდები რო არ იყვნენ უკვე დაგვიბრუნდება რუსეთი.
- ვინ ახალგაზრდები? კითხულობს დიმიტრიჩი.
- აი აქციებს რო აწყობენ, ევროპა, რუსეთს რო ყვირიან.
აქედან დიმიტრიჩი იწყებს ძაან ზრდილობიანად ელიავას გამყიდველის დედის ტრაკის გაფართოებას და თან ისტორიის ლექციას უტარებს ელიავას გამყიდველის.
მთავარი გზავნილია რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ძალით წართმეილს ნებით არ დააბრუნებს.
ცალი ყურით ვუსმენ, აშკარაა რომ დიმიტრიჩი განათლებული ბაბუა, მესმის სიტყვები "უიბიხები, გენოციდი, თურქეთი".
ელიავას გამყიდველი ცდილობს შეეწინააღმდეგოს, ამბობს რომ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, ომი ხო არ გვინდა და ა.შმ.
დიმიტრიჩი ამთავრებს გამყიდველის დედის სწორი ნაწლავის მოპირკეთებას და გადადის სტომატოლოგიურ დამუშავებაზე და ეუბნება ფრაზას - ხუთი კაცი რო მოგადგეს და უნდა გიხმაროთო, რას იზამ? იბრძოლებ და შეეცდები გაექცე მაინც, თუ ვაზელინსაც ამოისვამ რო არ გეტკინოსო.
ამასობაში მოვრჩი ჩემს საქმეს და გამოვდივარ ხის მასალის სექციიდან, დიმიტრიჩს მხარზე ხელი დავადე ვეუბნები "მართალი ხართ ბაბუ"
- იცით ეს რუსეთს უჭერს მხარს.მანიშნა გამყიდველზე.
- რუსეთი 200 წელი ჩვენი სისხლით ვერ გაძღა, მაგას როგორ უნდა დაუჭირო მხარი ქართველმა. ვპასუხობ.
- არა, რუსეთს კი არ ვემხრობი, უბრალოდ ვამბობ....... იწყებს დაბნეული ბლუყუნს გამყიდველი. მე აღარ ვჩერდები და მოვდივარ.
იმედია ამ საუბრის მერე დიმიტრიჩამ მეორე ცოლი არ მოიყვანა

პ. ს. სახელები შეცვლილია, მხატვრული გაფორმება ჩემი.
This post has been edited by გამარჯობაათ on 12 May 2024, 16:52