დაიწყო დიდი ოპოზიციური გაერთიანება
და ქოცრეჟიმის დედისხვნა:
........................................................................................................................................................................
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ივანიშვილმა ახალგაზრდების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ოფიციალურად გააფორმა კანონი.
„დაარღვიეს კონსტიტუცია და ცვლიან საქართველოს საგარეო კურსს. მე მინდა გაგაცნოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია - მოდი ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი ხაზები პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს შორის აღარ არსებობს, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი, დასაცავი ჩვენი შვილების ევროპული მომავალი და სახელმწიფოს ინტერესები, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და არათუ მხოლოდ საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ ცხადია მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, წარმოვადგენთ იმ პარტიას, რომელიც ემსახურება ხალხს და ხალხის ინტერესებს და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული თქვენგანის ვალდებულებაა ხალხის ნების მსახურება და ხალხის გადაწყვეტილებაზე ადეკვატური პოზიცია. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
.......................................................................................................................................................................
„ლელო" მზადაა დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა! - აღნიშნული განცხადება პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, „ლელო“ აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ მოუწოდებს.
ხაზარაძის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად, დოკუმენტურად მოღალატეობრივი გადაწყვეტილება გააფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ქვეყნის დეკლარირებულ, ისტორიულ არჩევანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„რუსული სპეცოპერაციით - „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით - "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი შეცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო - უკვე დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ისინი რუსეთს ემსახურებიან!
დღეს “ქართული ოცნების“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის პროცესს. “ქართულმა ოცნებამ“ დეკლარირებულად აირჩია რუსეთი და უარი უთხრა ევროკავშირს.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.
ამისათვის საჭიროა, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამ პროცესს აპროტესტებდნენ. მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა.
......................................................................................................................................................................
პოლიტიკა
14.05.2024 / 20:07აა
„სტრატეგია აღმაშენებელი - აუცილებელია ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის - “რუსული რეჟიმი” ლუსტრირებულია, ახლა ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება
აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, “რუსული რეჟიმი” ლუსტრირებულია და ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება”.
“სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას.
დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე.
ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის.
“რუსული რეჟიმი” ლუსტრირებულია, ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება”,- ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.