გამჭვირვალეობაში პრობლემა არაა არანაირი, გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობაც, მედიაც, ნგო-ებიც და ეკლესიაც.
მოდი ჩამოვწეროთ სახელმძღვანელოსავით და ავპინოთ სადმე, თუ რომელ მუხლებს ვედავებით. არუმენტირებულად, რაც საჭირო იქნება ოპონენტებთან საუბრისათვის.
ვეცდები რაღაცეები ჩამოვწერო და თუ განავრცობთ და არგუმენტებით შეავსებთ, კარგი იქნება

1. მე პირველ რიგში არ მომწონს თვით ტერმინი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ამ სახელში უკვე ჩადებულია რომ მტრული ძალა იგულისხმება.
როგორც ამ თემაში აღნიშნეს, ეს კანონი რომ ეხებოდეს მტრულ სახელმწიფოებს, ვინც არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, კანონი რამდენიმე მონიტორინგის პუნქტის გამოკლებით, მისაღები იქნებოდა.
2. მუხლი 8, მონიტორინგის - სრულიად მიუღებელია. ყველა პუნქტი ამ მუხლის:
2.ა. ეს მუხლი ძალიან დიდ უფლებამოსილებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკებს და და არ ავალდებულეს ჰქონდეს რაიმე საფუძველი მონიტორინგის განხორციელების, გარდა საკუთარი გადაწყვეტილებისა.
2.ბ. ფაქტიურად ანონიმკაა. ფაქტიურად ნებისმიერ ორგანიზაციაში შეიძლება შევიდნენ ეჭვით და მოგთხოვონ დადასტურება.
3. ფაქტიურად ყველა პერსონალურ მონაცემზე ეხსნება წვდომა იუსტიციის ჩინოვნიკებს, ყოველგვარი მიზნობრიობის დასაბუთების გარეშე - პირდაპირი დარღვევაა პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონის.
4. ნუ, ოკ, აქ დიდი პრეტენზია არ მაქვს.
5. აქაც არ მაქვს დიდი პრეტენზია.
6. წესი უნდა იყოს დადგენილი და განსაზღვრული კანონის ფარგლებში. აქ ამის პრეროგატივა აქვს იუსტიციის მინისტრს და არ არის განსაზღვრული ფორმა და შინაარსი.
ესეც მუხლი 8. მონიტორინგი.
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა და მონიტორინგი (შემდგომ - მონიტორინგი).
2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.
6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
დავამატოთ კიდევ რა არ მოგვწონს.