ჩემი აზრით ეს ფრუსტრაციები გამოწვეულია იმით რომ არარეალურ მიზნებს ვისახავთ წარმოდგენაში

ტექნიკური მთავრობა, რევოლუცია და ა.შ. ეხლა არის უტოპია, უნდა ამოვიგდოთ თავიდან. ასევე ისიც რომ "ამათ ჩატარებულ არჩევნებს" მაინც აზრი არ აქვს.
რევოლუცია ეხლა ვერ იქნება გამართლებული, ამისთვის უნდა ვემზადოთ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველაფერს თავისი დრო აქვს

ეხლა გვაქვს 3 ეტაპი, ვეტოს დაძლევამდე, ვეტოს დაძლევის შემდეგ, და არჩევნები.
დავწერ ჩემს აზრს რა უნდა ვაკეთოთ ამ სამ ეტაპზე
ვეტოს დაძლევამდე (რამდენი ხანი გაგრძელდება არავინ იცის):
- მუდმივი ყოველდღიური აქციები, ცვალებადი რაოდენობით, იდეალურ შემთხვევაში საკმარისი რომ ყოველ დღე გადაიკეტოს რუსთაველი, მთლად უკეთესი იქნება თუ დრო და დრო რამდენიმე ადგილას გადაიკეტება გზა
- ჯერ-ჯერობით არაა საჭირო გამწვავება და შეხლა-შემოხლა, სიმღერები და თამაში საკმარისია, უბრალოდ უნდა იყოს სისტემატური
- როცა საკმარისი ტრიგერი იქნება (მაგ. გალახვა და დაჭერები) ან უბრალოდ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ უნდა იყოს მრავალრიცხოვანი აქცია თავისი გამწვავებით
- ოპოზიციამ და არასამთავროებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა დასავლეთთან, ყველა უკვე არსებული დანაშაულებზე ინფორმაციის მიწოდება (ქოცნების მიერ ორგანიზებულ/წახალისებული სატელეფონი და ფიზიკური ტერორი). რაღაცა ტიპის სანქციებზე ეგეც საკმარისი უნდა იყოს. რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა შევიტანოთ ამაში წვლილი სხვადასხვა პლატფორმაზე
ვეტოს დაძლევის შემდეგ
- სანქციები იქნება უკვე თითქმის გარანტირებულად
- ოპოზიციამ, ოპო-მედიამ, და არასამთავროებმა ყველამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაამწვავონ ბოლომდე, მოუწოდონ თავად ხალხს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ. რაც აქვთ არსენალში თუნდაც კანონის დარღვევის ზღვარზე უნდა ჩართონ ბრძოლაში. მესამე, არჩევნების ეტაპამდე უნდა მივიდეთ ბრძოლის რეჟიმში.
არჩევნებისთვის
- პირადად ჩემთვის უკვე გამაღიზიანებელია უკვე დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიაში ცალკეული პარტიების მიერ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები როგორ გააუმჯობესებენ სასამართლო სისტემას და აყვავებენ ეკონომიკას. ეგენი შემოინახეთ წინასაარჩევნო დებატებისთვის.
- ეხლა ილაპარაკეთ იმაზე რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის რომ ოცნებამ არჩევნები ვერ გააყალბოს და რას აკეთებთ პრაქტიკულად მეტი ხალხის მობილიზებისთვის, მაგალითად მუშაობთ მეტი უბნის გახსნაზე საზღვარგარეთ?
- თუ ჯერ არ აპირებთ რაღაცა ტიპის გაერთიანებებს, ის მაინც უნდა თქვათ უკვე რომ ამაზე მუშაობთ და გააგებინოთ ხალხს როდის გააკეთებთ ამას.
ჯერ-ჯერობით ასე მგონია სწორი, კორექტივებს შევიტანთ მოვლენების განვითარების შესაბამისად

აჰ რამხელა პოსტი გამომსვლია
This post has been edited by qristefore on 19 May 2024, 13:57
"What gets us into trouble is not what we don't know, it's what we know for sure that just ain't so." (Mark Twain)