PoteRii
FUCK RUSSIA

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1393
წევრი No.: 117224
რეგისტრ.: 16-June 10
|
#61259140 · 15 May 2024, 08:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს რანაირადაა რბილი გამოსვლა
I've just completed a full day of meetings with the members of the government, including the Prime Minister, the foreign minister, the speaker of parliament; I met the president, and I met with members of civil society and with the opposition. I came here because the United States deeply values our relationship with Georgia and we've seen it as a strategic partnership and frankly, some of the recent speeches here and the actions in the parliament have made us wonder whether our strategic interests are so shared by the government. We've had a long partnership with Georgia. Since 1992, the United States has spent more than 6 billion dollars in assistance. We have consistently supported the development of Georgia's governing institutions - from its military through its government, it's regulatory bodies and free and fair elections throughout. So for more than 30 years, the US has been a strong partner of Georgia and we hope to continue that partnership. We've especially valued the relationship as Georgia has sought to grow closer to European and transatlantic institutions. Note that it was a government led by the Georgian Dream that enshrined in Georgia's own Constitution the commitment to moving toward Europe and transatlantic relations. And we are proud to have supported Georgia's aspiration for candidacy to the European Union. We continue to work very closely on Georgia's development progress toward membership in NATO. So when I came here I was disturbed to find that there are two very different conversations. One concerns the law on foreign influence. Some advocates of the law say that transparency of funding must be a prime National interest of Georgia. They feel that some Western funders are not as transparent as we might be. Our interest is in Georgia converge with European union and transatlantic norms for addressing issues like transparency and frankly, we think neither the process nor the actual law implemented meets that standard, and we hope to have more discussions to see any step on transparency matching European Norms as Georgia goes forward. We were promised that there would be the opportunity for this before the law is implemented, and I was very clear that there would be consequences if the law were implemented as it now stands. The prime minister's reffered to this as coercion but it's not. Georgia is attempting to join the EU and NATO. Those organizations have certain standards and certain referees that say what the rules are, and we simply want Georgia to continue to match those standards rather than deviate. The prime minister's referred to this as coercion but it's not. Georgia is attempting to join the EU and NATO. Those organizations have certain standards and certain referees that say what the rules are, and we simply want Georgia to continue to match those standards rather than deviate. but there is a sense because a decision by Georgia to not converge with Europe would be a rejection of the path that is in Georgia's Own Constitution. We believe and we see it in the polls, we see it on the streets, we hear it from every political party, including the Georgian Dream and the backers of the Georgian Dream, the business community, and others, that the Georgian people very much want to continue down that path and we will stand with them as we have for more than 30 years and we will stand with them going forward. And so, in this sense, if the conversations that we discussed today happen and the law is properly modified, it will be a way of strengthening our partnership rather than wrenching it apart, which I fear that it is now doing. But that was just one kind of conversation that I had and the law is a small part of a broader conversation. The conversation that I had and the law is a small part of a broader conversation and the broader conversation concerns the comments by the leaders of Georgian Dream, that there is a Global War Party, and that Georgia must turn away from the commitments made to the Global War Party and that there is a conspiracy by the west to remove Georgian Dream from office, despite 12 years of strong cooperation. This is like a Reddit page came to life. It is unreal, wrong, and a complete misunderstanding of the international community's relationship to Georgia. One example of it is what the Prime Minister mentioned last night. We had reached out for conversations with all stakeholders. We had invited the prime minister to Washington to discuss the law and the relationship. The European Union has had discussions here and was promised time for a conversation about the law. And I asked before coming here that I was happy to see Ivanishvili, again. The Prime minister said he would not see me because we have him under de facto sanctions. There are no sanctions on him at this point. For such an influential individual to be that badly misinformed, is shocking and disappointing. For the prime minister to say that that is the reason that one of Georgia's most important Partners cannot meet with his citizens is to elevate that individual interest above the country's constitutional commitment to working more with International Partners in joining the EU and NATO. So that is why I say that the law is a part of a broader conversation, but it captures what I think is so important and could be a turning point and what has been till now a constructive and productive partnership. If there are going to be demonstrations, we want them to be peaceful and we want the police presence to be peaceful, we want there to be no intimidation of the protesters or others, either at the demonstration or at their homes, or against their property as has happened in recent days. The people responsible for that intimidation should be found and prosecuted. If the law goes forward without conforming to EU norms and this kind of rhetoric and aspersions against the US and other partners continue, I think the relationship is at risk. Just a few examples: The US has about 390 million dollars in assistance that we are planning to spend with Georgian authorities. Half on Military assistance, another third roughly on economic development projects, and more on building institutions, along with some for civil society, and all that has to be under review if we are now regarded as an adversary and not a partner. If the law goes forward out of conformity with the EU norms, and there's undermining of democracy here and there is violence against peaceful protesters, peaceful protesters, then we will see restrictions coming from the United States. Those tend to be financial and/or travel restrictions on the individuals responsible for those actions and their families. But I say these things not because I want them to happen, but because I want Georgia to have a continued peaceful path toward the EU and NATO with a robust democracy and hope is that that's the path that we'll begin again today and if not we will revisit these topics very soon. ---------------------------- ეს-ესაა, დავასრულე შეხვედრებით სავსე მთელი დღე მთავრობის წევრებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. ასევე შევხვდი პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ოპოზიციას. მე დღეს აქ ვარ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან და ჩვენ ამას სტრატეგიულ პარტნიორობად განვიხილავდით. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოდროინდელმა აქაურმა გამოსვლებმა და პარლამენტის ქმედებებმა დაგვაფიქრა, იზიარებს თუ არა მთავრობა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. 1992 წლიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ განუწყვეტლივ ვუჭერთ მხარს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას - სამხედრო სფეროდან დაწყებული, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დამთავრებული, ასე რომ, 30 წელზე მეტია, რაც აშშ საქართველოს ძლიერი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პარტნიორობას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას საქართველოს იმ მცდელობის გათვალისწინებით, დაუახლოვდეს რა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუციებს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სწრაფვის აღთქმა სწორედ იმ მთავრობამ დააფიქსირა, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელმძღვანელობდა და ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ და ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული განვითარებადი პროგრესის მიმართულებით. როდესაც აქ ჩამოვედი, ძალიან შევწუხდი, რადგან აღმოვაჩინე, რომ ორი სრულიად განსხვავებული ტიპის საუბარი მიმდინარეობდა. ერთი-ერთი მათგანი ეხება "კანონს უცხოური გავლენის შესახებ". კანონის ზოგიერთი დამცველი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს და ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა ვიყოთ. არადა, ჩვენი ინტერესია, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სივრცეში არსებულ ნორმებთან ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა გამჭვირვალობა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი აზრით, არც პროცესი და არც ეს დანერგილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება საიმისოდ, რომ დავინახოთ რაიმე ნაბიჯი გამჭვირვალობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში, საქართველოს წინსვლის პარალელურად. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ კანონის იმპლემენტაციამდე გვექნებოდა და მე ძალიან მკაფიო ვიყავი, რომ თუ კანონს იმ ფორმით მიიღებდნენ, როგორც ეს მოხდა, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები. პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ცდილობს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ასე ვთქვათ, მსაჯები, რომლებიც ადგენენ, თუ როგორია წესები და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლის პროცესი და არა მათგან გადახვევა, მაგრამ ჩნდება შეგრძნება, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, არ იყოს თანხვედრაში ევროპასთან, იქნება იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს საკუთარ კონსტიტუციაში აქვს გაწერილი. ჩვენ გვჯერა და ვხედავთ ამას გამოკითხვებში, ვხედავთ ამას ქუჩებში, გვესმის ეს ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის ქართული ოცნებისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისა და სხვა დანარჩენი ნაწილისგან, რომ ქართველ ხალხს ძალიან უნდა, განაგრძოს ამ გზით სიარული და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც ამას 30 წელზე მეტია, ვაკეთებთ. ვიდგებით მათ გვერდით წინსვლის გზაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუკი დღევანდელი დისკუსიისა და საუბრის მიხედვით კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი ნაწილებად დაშლა, რასაც ვშიშობ, რომ ახლა აკეთებენ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა მათთან და კანონი უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. ზემოაღნიშნული უფრო ფართო საუბარი ეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" და რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს იმ პირობებს, რომლებიც ამ "გლობალური ომის პარტიისთვის" აქვს მიცემული და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება "ქართული ოცნების" თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით - მიუხედავად ჩვენი 12 წლიანი მყარი თანამშრომლობისა. თითქოს Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი. ესაა სრულად არასწორი გაგება საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობისა საქართველოსთან მიმართებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც პრემიერმა წუხელ აღნიშნა. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს დავუკავშირდით სასაუბროდ. მოვიწვიეთ პრემიერ მინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ურთიერთობები. ასევე ევროკავშირს ჰქონდა დისკუსია აქ და მიიღო პირობა, რომ კანონზე სასაუბროდ დრო ექნებოდა. აქ მოსვლამდე ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ ივანიშვილს ვნახავდი, რაზეც პრემიერმა მიპასუხა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან დე ფაქტო სანქციების ქვეშ გვყავს. ამ ეტაპზე მის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს. ის ფაქტი, რომ მსგავსი გავლენიანი ინდივიდი რომ ამ დონეზე არასწორად ინფორმირებულია, შოკისმომგვრელი და იმედგასაცრუებელია. პრემიერ მინისტრის მხრიდან იმის თქმა, რომ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ხვდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მოქალაქეს, ნიშნავს ინდივიდუალური ინტერესების ქვეყნის იმ კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა დაყენებას, რომელიც ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ კანონი უფრო ფართო საუბრის ნაწილია, მაგრამ ის ასახავს იმას, რაც, ჩემი აზრით, ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ მომენტამდე კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხში. თუ დემონსტრაციები იქნება, ჩვენ გვსურს, რომ ისინი იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციის იქ ყოფნა ასევე იყოს მშვიდობიანი. გვსურს, რომ არ მოხდეს მომიტინგეების, ან სხვა პირების დაშინება, არც დემონსტრაციის დროს, არც მათ სახლებში, არც მათი ქონების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა ბოლო დღეებში. ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა მოიძებნონ და უნდა დაისაჯონ. თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე წავა წინ და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და ცილისწამება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა საფრთხეში იქნება. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: აშშ-ს გათვალისწინებული აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ. ნახევარი სამხედრო დახმარებაზე წავა; უხეშად რომ ვთქვათ, მესამედი ეკონომიკური განვითარების პროექტებზე და დანარჩენი ინსტიტუციების მშენებლობაზე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, და ეს ყველაფერი უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ახლა ჩვენ მოწინააღმდეგედ განგვიხილავთ და არა პარტნიორად. თუ კანონი ისე წავა წინ, რომ ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, მოხდება დამოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ადგილი ექნება ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მაშინ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად იქნება შეზღუდვები, რაც გულისხმობს ფინანსურ და/ან სამოგზაურო შეზღუდვებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებისა და მათი ოჯახების მიმართ. მაგრამ ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მინდა, რომ ეს მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ მსურს, საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი, მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მტკიცე დემოკრატიით და იმედია, რომ სწორედ ეს იქნება გზა, რომელსაც ჩვენ დღეს თავიდან დავიწყებთ და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ძალიან მალე მოგვიწევს ამ თემების ხელახალი გადახედვა.
ყველაფერზე დააჯვა რაზეც დასაჯმელი იყო ძალია სწორი აქცენტებით
This post has been edited by PoteRii on 15 May 2024, 08:15
--------------------
რუსეთის და რუსეთუმეების დედაც #####ან =)
პირველი რუსეთის დედა #####ან და აი იმ მეორე, კარგი რუსეთის დედას ######
|