ბიჭურივფიქრობ აქ გულსიხმობენ
არსებულების გადავსებას
და მაგ გადამსვები მასის მომზადებას
იმჰო
15-20 ბრიგადის საყოფი ხალხის გადამზადება
შეიძლება ახლებიც იყოს რამდენიმე
20 ახალი ბრიგადა არავის არაფერში სჭირდება იასნად
* * *
ამასობაში ბლოკ 72 ებზე თურქუ ლი კონტრაქტი გასაჯაროვდა
2024 წლის 6 ივნისს თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც თურქეთისთვის 40 ერთეული F-16V Block 70 ტიპის გამანადგურებლის და დამატებითი აღჭურვილობის მიყიდვას მოიცავს.
Foreign Military Sales (FMS) ის მიხედვით კონტრაქტში შევიდა:
▪️32 ერთადგილიანი F-16C Block 70
▪️8 ორადგილიანი F-16D Block 70.
და 79 კომპლექტი თურქეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული F-16 ების F-16V Block 70 დონეზე განახლებისათვის.
კონტრაქტის ჯამური ღირებულება დაახლოებით $23 მლრდ დოლარია,რომელიც თვითმფრინავების გარდა ასევე შეიარაღებას, სასწავლო და ტექნიკური დახმარების პაკეტების და მოდერნიზაციის სამუშაოებს მოიცავს.
DSCA ინფორმაციის თანახმად, თურქული კონტრაქტი ასევე მოიცავს:
▪️16 ერთეულ AN/AAQ-33 Sniper Advanced Targeting Pod (ATP) ოპტიკური დამიზნების სისტემას.
▪️952 ერთეულ ,,ჰაერ-ჰაერი" კლასის რაკეტა AIM-120C-8 AMRAAM.
▪️401 ერთეულ ,,ჰაერ-ჰაერი" კლასის AIM-9X Block II Sidewinder ტიპის რაკეტებს
▪️96 ერთეულ AGM-88B HARM რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს
▪️96 ერთეულ AGM-88E AARGM რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს
▪️2298 მართვად ბომბებს
მათ შორის:
▪️864 ერთეულ GBU-39/B SDB-1
▪️850 ერთეულ GBU-31 JDAM
▪️200 ერთეულ GBU-31v.3 JDAM
▪️384 ერთეულ GBU-32 JDAM)
და სხვადასხვა დამატებით აღჭურვილობას.
F-16V Block 70/72 მოდიფიკაცია ახლა F-16 ტიპის გამანადგურებლის ყველაზე თანამედრივე ვერსიაა და აღჭურვილია ახალი Northrop Grumman AN/APG-83 Scalable Agile Beam Radar (SABR) რადარით.
დღეისათვის ახალი აწყობის F-16V-ები შეუკვეთა:
▪️ტაივანმა (66 თვითმფრინავი)
▪️მაროკომ (24 თვითმფრინავი)
▪️ბაჰრეინმა (16 თვითმფრინავი)
▪️სლოვაკეთმა (14 თვითმფრინავი)
▪️ბულგარეთმა (16 თვითმფრინავი)
▪️იორდანიამ (12 თვითმფრინავი)
F-16V-ის სერიული წარმოება 2023 წელს Lockheed Martin-ის ქარხანაში გრინვილში (სამხრეთ კაროლინაში) დაიწყო, სადაც ამერიკულ კორპორაციას F-16-ის წარმოება ფორტ უორტის (ტეხასი) ქარხნიდან გადააქვს.
მოკლედ ეფ 16ს ახალი სიცოცხლე ჩაბერეს
* * *