
ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ყიზ-ხალასის კაშხალთან. 19 მაისი, 2024 წელი. შეხვედრის შემდეგ - უკანა გზაზე ავარია შეემთხვა შვეულმფრენს, რომლითაც რაისი მგზავრობდა
გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთ შვეულმფრენი კოლონაში, რომლითაც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი მიფრინავდა, ნისლისა და უამინდობის გამო "უხეშად დაეშვა".
ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმედ ვაჰიდიმ დაადასტურა ცნობა, და დასძინა, რომ მაშველები ცდილობენ მიაღწიონ ავარიის ადგილამდე უამინდობის პირობებში.
IRNA-ს სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ სამაშველო შვეულმფრენი, რომელიც ავარიის ადგილისკენ გაემართა, იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო, რადგან უამინდობის გამო, ვერ დაჯდა.
სხვა დეტალები არაა ცნობილი.
რაისი სტუმრად იყო ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ავარია მოხდა ქალაქ ჯულფასთან, მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად, თეირანიდან 600 კილომეტრში.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ რასისთან ერთად შვეულმფრენში იმოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ასევე ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი და ადგილობრივი ოფიციალური პირები.
სააგენტო Fars-ი ირანელებს მოუწოდა “ილოცონ რაისითვის”. ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, მინისტრთა კაბინეტის წევრები ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მთავარი ქალაქის თავრიზისკენ გაემართნენ.
რაისი აზერბაიჯანთან საზღვრისპირა არეალს სტუმრობდა 19 მაისს, რათა მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად კაშხალი გაეხსნა.
ეს კაშხალი ორივე ქვეყნის მიერ ერთობლივად აგებული მესამე ასეთი ნაგებობაა მდინარე არაქსზე.
63 წლის რაისი, მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსია, რომელმაც 2021 წელს მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ადრე სასამართლო უწყებას განაგებდა. ითვლება, რომ მას ირანის უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეის მფარველობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32953803.htmlმოსადი ალბათ ზეიმობს
გეიდაროვიჩი რა დღეში ჩავარდა?
არ უნდა მოეწვია კაშხალის გახსნაზე
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი