„კი მაგრამ, რას შეცვლის ეს ვიზების შეჩერება? არაა საკმარისი" ხალხისთის გასაგონრად მოდი ცოტა დავღეჭოთ პირველ-მეორე კლასელის დონეზე:
1. ობრაიენი ჩამოვიდა გაფრთხილებით. იფიქრა პირადად გავესაუბრები ბბ-ს, იქნებ რა უჭირს კაცსო დავილაპარაკოთო. არ შეხვდა. ჰისთორი ჩენელის ზღაპრები ასმენინეს რეპტილოიდ უცხოპლანეტელ გლობალისტებზე.
2. ამერიკამ ეგრე არ უნდა გადაგდებაო და ტრამპის ძმაკაცი ჯო ვილსონი გამოივდა megobari act დაანონსა. ოცნებამ ჯერ გადახტითო. ვის აბოლებთო. არ გვჯერაო. ამერიკა არა შუშუო.
3. ბლინკენი გამოვიდა. აი თუ არ გჯერათ. დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის მოგარჭობთ სანქციებს დედაბუდიანაო. ამაზეც აცეტდნენ ვაზი ვიზაზე არ იცვლება და ასე შემდეგ.
ყველაფერი ეს მოხდა 10 დღეში. 10 დღე იცით რა არის ხალხო? ისტორიის წიგნები გადაგიშლიათ ოდესმე? სკოლის მაინც? მთელი მსოფლიო ომები 4-5 აბზაცში რომ არის ჩატეული და 5 წუთში რომ ჩაიკითხავთ 6-7 წლის მოვლენებს, მასთან შედარებით 10 დღე ზღვაში წვეთია.
აწი რა იქნება? 1. დაელოდებიან ვეტოს დაძლევას და ბლინკენის დაანონსებული სანქციები სახელ გვარებით და დედაბუდიანა გამოქვეყნდება.
2. ჯო ვილსონის megobari act ზე მუშაობას გარკვეული დრო დასჭირდება და ეგეც წამოგვეწევა, როცა იქნება.
3. ბლინკენის სანქციები სამართლებლივ საფუძველს დაუდებს ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს.
ეს მინიმუმია რაც გარდაუვლად მოხდება. შეიძლება 2 კვირა დასჭირდეს ამას, შეიძლება 1 თვე, შეიძლება 2 თვე. ეგეც ძალიან ცოტა დროა ისტორიის წიგნებისთვის.
ამას დაემატება უფრო ზანტი და ჭირვეული ევროპა. მით უმეტეს ამერიკის სანქციების ფონზე, შეიძელბა ამათმაც თავი გაიგიჟონ და უფრო გაუჰარდქორონ საქმე.
ვიღაც ღლე დეპუტატების ციტატებს აზიარებთ, და იქვე აწერთ აბა რა გეგონათ, რანაირად იმუშავებდა ეს სანქციებიო. რა გგონიათ ხალხო, რომ გამოვლენ ეგ დეპუტატები და იტყვიან უი ეს რა დაგვემართაო?
სულ რო დრინები გათხაროს ამერიკამ ტრაკში, გამოვლენ და იტყვიან მეორესაც დავიტევთო.
ფინანსურ სანქციებზე გამოვლენ და იტყვიან ქვას და მიწას შევჭამთ საქართველოსთვისო.
შემოვდივარ აქ განათლებული ხალხი მეგულება და მსიამოვნებს ადეკვატური აზრის მოსმენა. ამ დროს, სტაჟიანი ფორუმელები გამოდიან და ისეთ რამეს დააბრეხვებენ ხოლმე, ფბ-ს პრაიმ არხის კომენტარები მგონია ხოლმე
ყველაფერი ჩქარჩქარა რომ გინდათ მესმის, არ გინდათ თქვენ საქმეებს მოწყდეთ და მთელი წელი ამაზე იფიქროთ და ინერვიულოთ. მაგრამ არ ხდება ეგრე, არცერთ პოლიტიკურ პროცესში, მით უმეტეს, როდესაც საქმე ასე სერიოზულად არის.
გამოვიჩინოთ მოთმინება
მივყვეთ მოვლენებს
გავიდეთ აქციებზე
დანარჩენს პროცესი გვაჩვენებს