ბებიები - საბერძნეთში არიან;
დედები - იტალიაში;
მეგობრები - ამერიკაში, მექსიკის გავლით;
ოჯახის წევრი ავად თუ გახდა, გერმანია-საფრანგეთ-შვეიცარიის კლინიკებს ვეძებთ და ლტოლვილად ვბარდებით;
რემონტი “ევრო” მოგვწონს;
მეორადი ტანსაცმელი - ევროპიდან;
პირველადი ხო მითუმეტეს - ზოგს ზარა, ზოგსაც ლორო პიანა, შესაძლებლობებიდან გამომდინარე;
ტელეფონი გვიჭირავს - ამერიკული;
რძის და ყველის ფასებს ევროპულს მივტირით, წამლებისასაც;
განათლებას ამერიკულსაც ვესწრაფვით და ევროპულსაც;
საჯარო მოხელეები აშშ-ს ვიზების რიგში დგანან და გრინ ქარდებს ავსებენ, ზოგი ორსულ ცოლებთან ერთადაც, შვილს მოქალაქეობა რომ მიენიჭოს (თან გვიმტკიცებენ, წალკოტს ვაშენებთ საქართველოში, რატომ გვაკრიტიკებთო);
ისინიც კი, ვინც “აი, რაღაც საქმეებს ელოდებიან დღედღეზე, თუ არადა მერე მოხევენ”, ეგენიც ევროპა-ამერიკაში “მოხევენ”;
ხო და რა “არც ამერიკა გვინდა და არც ევროპა”, რა “სანქციების არ გვეშინია” და “ვზივარ ბუჩქის ძირში” ლექსებს ჰყვებით
რა გათხოვილი კაცები, ფაშისტები და მასონები.
თქვენ ცოტა,უმადურები ხო არ ხართ?

)
წამოვიღე ფბ - დან