ერთადერთი შემთხვევა ბოლო წლებში როცა ცოლის მკვლელი ქართულ ციხეში მოკლეს ("გაურკვეველ ვითარებაში" დაიღუპა) იყო ყაზახი გოგოს მკვლელი ქართველი კაცი (ცოლიც არა, საყვარელი იყო). და ეგეც ესე მგონია ყაზახებმა მოუყომარეს გარედან.
დანარჩენი არათუ ცოლის მკვლელები, ბავშვების გამაუპატიურებელი და მკვლელი პედოფილებიც კი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და ციხიდანაც გამოდიან მშვიდობიანად. არც გამოსულებს სთხოვს ვინმე პასუხს.
ხოდა რავი, საიდან ეს მითები და წარმოდგენები რო ცოლების მკვლელებს ჩვენს ციხეში ვინმე რამეს უშავებს. ნუ გარეთ იმიტომ არ უშავებენ რო მაგ იმპოტენტი სირებს დიდი გული ძირითადად ე.წ. უპატრონო ქალებთან აქვთ ხოლმე, ვიზეც იციან რომ პასუხს არავინ მოთხოვს.
* * *
სასტიკი დანაშაული მოხდა საგარეჯოში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა. როგორც მოკლული ქალის ახლობლები გვიყვებიან, მამაკაცმა მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. მოკლული ქალი საგარეჯოელი ციკო სულიკაშვილია. მას ორი შვილი დარჩა.
ასევე მოკლული ქალის ახლობლების ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი რამდენიმე კვირის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.
"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე. 2 შვილი დარჩათ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე სტუდენტი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი." - გვიყვებიან მოკლული ქალის ახლობლები.