საქართველოს ელჩი აშშ-ში ხომ დავით ზალკალიანია?
თუ მეშლება? რომ გასუსულა და ხმას არ იღებს,მოსწონს,
ეთანხმება იმას,რაც ხდება?
ახლა გავეცნოთ პატივცემული ზალკალიანის კარიერის გარკვეულ პერიოდს!
1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დავით ზალკალიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში ატაშეს პოზიციაზე, ხოლო სამ წელიწადში - 1995 წელს იმავე დეპარტამენტში, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში საქართველოს ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების გზით. ამავე პერიოდში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება ევროგაერთიანებასთან (მოგვიანებით ევროკავშირი), რომელმაც 1992 წელს საქართველო აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იმ დროისთვის საქართველოს და ევროგაერთიანების თანამშრომლობა ძირითადად ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული, რაშიც დავით ზალკალიანი აქტიურად მონაწილეობდა.
1996-2000 წლებში ზალკალიანმა მუშაობა განაგრძო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ეუთო-სა და ქ. ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებში მრჩევლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ადაპტირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის, ლისაბონის 1996 წლის და სტამბულის 1999 წლის სამიტებში. დავით ზალკალიანი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში. მისი ავსტრიაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ელჩი ვენაში, გამოჩენილი ქართველი დიპლომატი, ლევან მიქელაძე, იყო. შემდგომში ლევან მიქელაძესთან ერთად დავით ზალკალიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში გადაინაცვლებს.
2000-2001 წლებში ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე განაგრძო კარიერა. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
2001-2002 წლებში ზალკალიანი ისევ დაბრუნდა ვენაში და ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
2002-2004 წლებში დავით ზალკალიანმა მუშაობა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელა. მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება აშშ-ს დახმარების გაძლიერება თავდაცვის სფეროში.
აშშ-ში მუშაობის შემდეგ დავით ზალკალიანი 2004 წელს დაინიშნა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. ამ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით უფრო ინტენსიური გახდა.
2007 წელს ზალკალიანი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მომდევნო ერთი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2008 წელს დავით ზალკალიანი დაინიშნა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
დავით ზალკალიანმა 2009 წელს დატოვა ელჩის თანამდებობა და თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო. ზალკალიანი აქტიურად მონაწილეობდა „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ჩამოყალიბებაში, რასაც 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მოჰყვა. პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“. იმავე წელს დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს.
ე.ი. 2009წ დაუტოვებია თანამდებობა.ეტყობა,ვეღარ აიტანა იმ პირსისხლიანების
პოლიტიკა,ევროკავშირისკენ და ნატოსკენ აღებული გეზი,სწრაფვა. თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩაება და აჰა,
აქამდე მოვიდა.პირში წყალი ჩაუგუბებია და ჩირგვებში ზის.
ტფუი!
პ.ს. მერე სწყინთ,მონებს რატომ გვეძახიანო!