ხალხი აქციაზე არ დადის, ანუ ვერ გაუაზრებია ზოგს, ზოგს სხვისი იმედი აქვს, ზოგი ეთანხმება კიდეც კანონს.
იმის საპირწონედ, რომ ქვეყნის მომავალი დევს სასწორზე, ეგ არაა ადეკვატური რაოდენობა, რაც აქციებზეა.
აქციაზე არ არსებობს გაბრაზებულო ხალხი.
ერთხელ მაინც თუ ყოფილხარ , ამას იგრძნობდი ალბათ.
შესაბამისად როცა მთავრობა უყურებს ასეა განწყობილი ხალხი, ხალხის შიში არ აქვთ, აკეთებდნენ და დღეს უკვე ცხადად აკეთებენ ნელ - ნელა რაც უნდათ იმას .
მთავარი პრობლემა ხალხია და ხალხის ადეკვატურობა.
მოლოტოვის კოქტეილი არ იგულისხმება გაბრაზებაში, უბრალოდ ეგეთი აურა არაა.
თუმცა გვახაოვს მაგ მოლოტოვმაც როგორი გარდატეხა შეიტანა.
ხალხი არის ნაწყენი, განადგურებული და არა გაბრაზებული.

უმეტესობა ფეისბუქზე იცლება, რის საშულებასაც გვაძლევს ჯერჯერობით მთავრობა და ბოლოს გამოსაშვებად საკმარისია.
ხოდა რავი
ამას თქვენც ხედავთ , მაგრამ არ გინდათ აღიარება, მესმის რომ ძნელია და ჩვენ რაც არ გვსიამივნებს ვბლოკავთ ავტომატურად, მაგრამ დროა თავებს გამოვუტყდეთ

ასეთ პირობებში დასავლეთის იმედიღა მაქვს, მეტი არაფრის სამწუხაროდ.
ოღონდ ამათ სანქციები და ვიზები მაგრად ჰკიდიათ საბოლოო ჯამში ( შეეგუებიან და გამიგვხრავენ უარესად)მაგრამ ეგეც არაა ცუდი ბერკეტი.