სადმე წერია, რომ მშვიდობიანობას უნდა გაცდეს?
მშვიდობიანობასაც რომ გაცდეს მანდაც კი არაა მორალური პრობლემა და არც უკანონო, ოღონდ ეს უკანასკნელი ამხელისუფლების
პირობებში არა რა თქმა უნდა.
მილიონჯერ დავწერე უკვე, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ხალხი არაა გაბრაზებული და მილიონჯერ დავწერე, რომ მუხტი არ იგრძნობა და ამ გაბრაზებულში მოლოტოვის კოქტეილებს არ ვგულისხმობ - ამეტაპზე არაა საჭირო მსგავსი მეთოდები.
მარტივად, გადმოგვიგდეს ფეისბუქი, დაიცალეთ ხალხო, იყავით ილუზიებშიო.
ზოგი მანდაც არ აქტიურობს, ერთი სიტყვაც არ დაუწერია ან შიშის, ან ქოცობის სიყვარულის და ანგარების გამო.
ხოდა მალე იქით მივდივართ, საერთოდ დაბლოკონ ან პირდაპირ აი ამ და მსგავსი პოსტების გამოც კი დაიჭირონ ხალხი, რასაც ჩვენ აქ ვწერთ.
მე რომ გაჩვენო შენ მაინც შორიდან მიყურებ ხომ ვიცი და გარუსეთებულ საქართველოდან დაიმოძღვრები თბილი სავარძლიდან.
ესენიც ხედავენ მუხტი არაა, ხალხის რიდი არ აქვთ.... ბალიბული, წრეში ბურთი და ყოველდღე დაგვცინიან ,ახალ რეპრესიებს აანონსებენ/ახორციელებენ.\
აი არ მოგბეზრდათ კოლექტიური აზროვნება?
ყველა ერთიდაიმავეს წერს.
მაჩვენე მაგალითი, წინა ხაზზე დადექი და მსგავსები.
სად უნდა დადგე როცა განწყობა არაა საზოგადოებაში? ყველაზე დიდი უბედურებაა რომ ხალხს ვერ გაუაზრებია რა ხდება.
სულ რომ გამარჯვებულები გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ხალხის ეს აზროვნებაა უკვე ტრაგედია.
ქვეყანას რომ აფორმებენ რუსეთში აი ყველაზე დიდი გავწელოთ, 28 მაისის აქციაზე გამოსული 100 000 ადამიანი პროპორციულია? რეაქციები?
კანონი რომ მიიღეს პარლამენტისუკან ვიყავი. გამოვიდა ოპოზიცია და ვიფიქრე ახლა უმრავლესობიდან გამოვლენ და იქნება მინიმუმ გამაყრუებელი შეძახილები.
თურმე მეორე მხრიდან გაუყვანიათ ისე, რომ ხალხს რეაქცია არ ჰქონია უკანა მხარეს და დაუჯერებელია გვერდიდან მაინც ვიღაცას არ დაენახა და ჩვენთან არ მოსულიყო ეს ამბავი , ჩვენი მთელი უკანა ფლანგიდან რასაც ჰქვიამასა არ წავიდაან არც არავი, რადგან ჩვენამდე არ მოვიდა ესე იგი იქაც დიდიარაფერი ხდებოდა

გეგმა არ იდებაო წერეთ და მე დავწერე ჯერ რაც გვინდა მართლა რეალური აქციებია სადაც იქნება რეალურად აღშფოთებული ხალხი, რომ იგრძნონ და პატივისცემით მოგვეპყრონ და ეგ თუ არ გაჭრის, მერე სხვა გეგმაა საჭირო.
თანნ ისეთმა დაწწერა გეგმა არ დაუწერიაო,რომელიც მოვნიშნე მაგ პოსტზე.
ხოდა მე არ ვარ ის ტიპი კლავიატურიდანვიმოძღვრებოდე მხოლოდ, ფორუმელებთან ერთადაც დავდივარ და დაადასტურებენ ამას თუ საჭიროგახდა და დაუდასტურებიათ კიდეც.
ყველამ ტავის გულში ჩაიხედოს, ოღონდ ისე არ მოგივიდეთ რეალობას რომ ბლოკავთ და ავტომატურად ტყუილი გგონიათ და არიდებთ თავს

ოპოზიცია დასავლეთის მესიჯს აჟღერებს - არჩევნებს დაველოდოთ.
ეს უკვე მუხტს კლავს.
დასავლეთი ბევრჯერ შეცდა ჩვენთან და ოპოზიციაც ბევრჯერ შეიყვანა შეცდომაში, მაგრამ თქვენ რისთვის გაქვთ თავები , ხომ უნდა იაზროვნოთ და გამზადებული ტექსტები არ წეროთ აქ?
This post has been edited by Asklipiodotaa on 1 Jun 2024, 16:48