მადლობა დაინტერესებისთვის
ამჟამად ვარ აშშ-ს არმიის სამხედრო
გავდივარ ბოლო დამამთავრებელ 3 კვირიან სადესანტო კურსს
სამწუხაროდ არ მაქვს ხშირი დრო აქ ყოფნის და არასეწორ ინფო გაქვს “სულ აქ არის”
მარტივად გადასამოწმებელია რომ იტყუები
10 კვირა საერთოდ არ ვყოფილვარ თემაში - საბაზისო
შემდეგ 9 კვირა შეზღუდულად (მხოლოდ შაბათ-კვირა) - ეიაიტი
ეხლა კი სწავლების შემდეგ ვახერხებ რამოდენიმე საათით შემოსვლას ხოლმე, რადგან თავისუფლად მაქვს წვდომა
კი ჩემი ჰობია აქ სიმართლის წერა და რეალობის მაქსიმალურად აღწერა
რაცარუნდა მძიმე იყოს
ომის პირველი წამიდან ესა ჩემი ხაზი
და ტყუილია რომ მხოლოდ ნეგატივს ვწერ, უამრავი პოზიტივი მაქვს დაწერილი
რა რეალობაც არის იმას ვწერ კონკრეტულ მომენტში
ტყუილს რაც შეეხება, ან კონკრტული ფაქტი დადე ან მარტივად რომ ვთქვათ სცილს მწამებ
ეს კი ამჟამად რას ვაკეთებ

ვიცე-პოლკოვნიკი(ადვილად ამოსაცნობია რანკი) და მე

ეს კი 2015 წლამდე რას ვაკეთებდი - დეტალურად წერია აქ:
ვარ გიორგი (გვარს არ დავასახელებ), წარმოშობით მეგრელი. 1987 წლის 14 მაისს დავიბადე ქალაქ თბილისში (ვერაზე).
1992-2003 წლებში ვსწავლობდი და დავამთავრე ქ.თბილისის 53-ე საჯარო სკოლა, პარალელურად 2002-2003 წლებში ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია "კმარას" აქტიური წევრი, შესაბამისად აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული 2003 წლის "ვარდების რევოლუციაში".
2003-2007 წლებში ვსწავლობდი და დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პარალელურ რეჟიმში 2006 წელს გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური.
2007 წელს ჩავირიცხე შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფში (სახელს არ ვაკონკრეტებ). მონაწილეობა მივიღე 2008 წლის საქართველო-რუსეთის საომარ მოქმედებებში.
2009 წელს გავემგზავრე და 1 წლიანი სასწავლო კურსი გავიარე აშშ-ში.
2010 წელს დავბრუნდი ქვეყანაში და 2010-2014 წლებში ვმუშაობდი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენში (შემდეგ სუს).
2014 წელს საკუთარი სურვილით დავტოვე შსს და გავემგზავრე უცხოეთში.
2015 წლიდან ვცხოვრობ უკრაინაში და პროფესიული თუ სხვა კუთხით ვეხმარები უკრაინას.
ასევე მაქვს მცირედი ბიზნესი საქართველოში.
ბევრჯერ მითქვამს ამ ფორუმზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეამაყება რომ სახელწიფო სამსახურში ვიმსახურე პრეზიდენტ სააკაშვილის მართველობის დროს და მეამაყება რომ ჩემი ელემენტარული წვლილი მიმიძღვის ქვეყნის განვითარების იმ პროცესში, რაც ქვეყანაში იყო 2003-2012 წლებში.
2015-2019 წლებში უკრაინაში ვცხოვრობდი
დეტალურად წერია
ვინ ვარ და რას წარმოვადგენ (post #46349702)პ.ს ეხლა კი სხვისი კრიტიკის და პირადი ცხოვრების განხილვის უფლებას რომ აძლევ თავს
თავად ვინ ხარ ან რას წარმოადგენ?
რა გაგიკეთებია?
This post has been edited by Saturn on 2 Jun 2024, 20:23