კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ თემაში. 3 დღეა გარედან ვაკვირდებოდი მოვლენებს და რამოდენიმე რამეს დავწერ განსაცდელისტებისათვისაც და ოპტიმისტებისათვისაც

1) როგორც ჩანს და რა ინფოებიც მოდის ოპოეთში იქნება 2 ძირითადი ბირთვი: ნაცები ცალკე და ნიკები,ლელოები და ეგენი ცალკე, დიდი შანსია ბოკერიებიც მანდ ვიხილოთ.
2) გახარია - ერთ-ერთი ჩემი მოგვარე არის მაგათ პარტიაში და როგორც თავად ამბობს 20 ივნისის კითხვებზე პასუხს "შესაბამის დროს" გაეცემა პასუხიო. დიდი ალბათობით შეიძლება მაღალი ტემპერატურის დროს დაიდოს ვისი ბრძანება იყო. მოკლედ მე გახარიას არ ვენდობი, უბრალოდ თუ ქოცებს ააცლის ამომრჩეველს და დაკოალირდება მე არ მაქვს პრობლემა, იყოს პარლამენტში წონის შესაბამისად.
3) თრეველ ბანები როგორც ჩანს უკვე იხოდება - აგერ შეიკამაც დადო და ხატიამაც იგივე დაწერა. მთავარია რა დროში მოხდება და ასევე მთავარია მხოლოდ ამერიკული იქნება თუ ევროპულიც.
4) კანონის ამოქმედება ითვალისწინებს ფინანსურ ჯარიმებს, კანონში სხვა აღსრულების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად ოქტომბრამდე არ მგონია ისეთი ორგანიზაციები იყვნენ ვინც ვერ გადაიხდის ჯარიმებს, ბოლო ბოლო ავკრეფთ ხოლმე...
5) გუშინდელი კონცერტი მნიშვნელოვანი იყო შემდეგი მიზეზის გამო:
ა) გამოვხატეთ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ ვინც დაჯარიმდა ან დაიჭირეს
ბ) ვანახეთ ქოცებს რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია "ქუჩის დაჭერა"
გ) ყველა თაობის ხელოვანი იქ იყო, ანუ ის მუსიკოსები რომელსაც ე.წ "პარადი მიჰყავთ", აქეთ დგანან ბაბი კირკიტაძე და ფორტე, როცა მეორე მხარეს არის ლაუდსფიქერსი, თამადა ა.შ ანუ ეს ანახებს ახალგაზრდა თაობას საით არის სწორი პოზიცია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიციის დიდი საზრუნავი იყო, როგორ მიეყვანა ჯენზი არჩევნებზე, ეს ამოცანა ქოცებმა ამოგვახსნევინეს

6) მასიურად რეგისტრირდება ხალხი დამკვირვებლებად, გუშინ ჩემს დასაც ვეჩალიჩებოდი თან ისეთი ჯიუტია, თვალებს ამოთხრის იქ რომ ვინმემ რამე ქნას

))))))))
7) ქუჩაში უკვე მოღალატეებს შესაბამისად ხვდება ხალხი და ბევრად არგუმენტირებულად აჯვავენ
8) რაც უფრო მოვუჭერთ ქოცებს, უფრო გაფსიხდებიან და იფრო სიგიჟეებს იზავენ.
9) ქოცების საარჩევნო პროგრამა: ევროპა გვაპიდარასტებს, ეგენი ყველა ნარკომანები არიან.... ანუ არანაირი პოზიტიური ტიპებს არ აქვთ
10) დაიწყეს კარტების გატყორცნა(ტუზების) და ოქტომბრამდე რა დარჩებათ ვნახოთ....
11) რამოდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი რატომ არის ეს კანონი რუსული:
ა) კანონი იძლება სახელდების შესაძლებლობას, მიუხედაბად იმისა თუ რას საქმიანობს ორგანიაცია ან პირი. ფერმერია, მეწარმე თუ მართლა აგენტი. ანუ უბრალოდ იარლიყს არიგებს
ბ) თუ გამჭირვალობა იყო მიზანი, ჩაემატებინათ საგადასახადო კოდექსში ცვლილება/ნორმა/ფორმა და არავის პრობემა არ ექნებოდა შევსების.
გ) ისედაც იციან ფული საიდან შემოდის და სად მიდის (ბანკებიდან, სებიდან და საგადასახადოდან)
დ) თუ კანონი გამჭირვალობაზეა, რა შუაშია ჩემი სექსუალური, სამედიცინო და სხვა სახის პირადი ინფორმაციის მიღება?
ე) რატომ განისაზღვრა 20% დაფინანსება, 19% თუა მაშინ არ არის აგენტი? ანუ რამე ფორმულით გამოიყვანეს თუ ასე თვალის მოჭუტვით?
ვ) კანონი არღვევს კონსტოტუციის რამოდენიმე მუხლს: 78-ე საგარეო კურსი, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი მონაცემების გამოყენება და ა.შ
ზ) ეწინააღმდეგება ევროპული სამართლის პრინციპებს
თ) თუ მიზანი არის რომ აგენტურული ქსელი (რომც არებობდეს) გაანეიტრალო, რატომ არ დევს კანონში შემაკავებელი აქტივობა?? ანუ მხოლოდ ფულადი ჯარიმა და ვაგრძელებ საქმიანობას....
ი) თუ არსებობს ძალა/ძალები რომლებიც ძირს უთხრიან ქვეყანას, ამ კანონის გარეშეც არსებობს სხვა კანონი რომელიც არეგულირებს ამას და შსს, დაზვერვის და სუსის საქმიანობაა გამოააშკარაოს და დააკაოს დამნაშავეები.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.