შენ ვერ გეცოდინება მე ვის შემოსახაზად ვარ მზად, ამიტო ტყუილად ნუ მარჩიელობ.
თავად რაც შეგეხება, იძახი გამოგონილ ნარატივს - შეიზღუდონ ძალოვანი პორთფელებიო.
სადმე დევს ეს პორტფერლები და მისწრებაზეა? თუ, მანდატების რაოდენობაზეა? მანდატების რაოდენობაზე თუა, დაგიწერე, რომ მანდატებს იზღუდავენ, მეთქი.
მაგრამ გაინტერესებს?!
არა.
"აუუ, საარჩევნო ტაქტიკაა ნაღდად და თავს იკატუნებენო.."
ჰოდა ვის ატყუებ მაგ ნარატივით?
შენ რომ წერდე,
ნაცები უფრო ნაკლებ მანდატს მიიღებენო ორი გუნდის შემთხვევაში, ვიდრე ერთი გუნდის შეთხვევაშიო, გავიგებდი, და გეტყოდი შევზღუდოთ, მეთქი. მაგრამ ვერ წერ. იმიტომ რომ თვითონ არიან თანახმა მანდატების ლიმიტზე, სახელის დათმობაზეც, ნომრის დათმობაზეც, კომისიაში წევრების დათმობაზეც..
ამის საპირისპიროდ, შენ ისეთ რაღაცას ამბობ, რომლითაც სულ არაა გამორიცხული, უფრო მეტი მანდატი შეხვდეთ ნაცებს, რადგან ორი გაერთიანება იქნება და ხალხმა შეიძლება ორიდან მასიურად აირჩიოს უფრო მსხვილი გაერთიანება ხმის მიცემისას.
---
დანარჩენს შენ აღარ გიწერ, რადგან არ ვთვლი რომ არ გესმის, ვთვლი რომ გესმის, მაგრამ არგუმენტი არ გაქვს და თავზე ნაცარს იყრი.
ზოგადად კი ვწერ, რატომღაც ყველა ისეთი კონტექსტით "ნადირობს" ქოცებიდან გამოქცეულ ამომრჩეველზე, თითქოს ამ ამორჩევლის 100% "ოღონდ ნაცები არა" სასტავი იყოს. საერთოდ არ მგონია რომ ეგრეა, და ამის მაგალითი არის თუნდაც ჯენ-ზი, უამრავი ახალგაზრდა, რომელმაც თქვა, რომ არ აინტერესებს და აიგნორებს ნაცებით დაშინების ნარატივს, ოღონდ ქოცები მოშორდნენო.
ასე რომ ძაანაც ნუ "გაიფხორებით" ზოგიერთები, რომ თუ ერთი ოპოზიციური გაერთიანება იქნება, ჩვენ ხმას (ქოცებიდან გამოქცეულების ხმას) დაკარგავთო.
მაგალითად, ქოცებიდან წამოსული ჩემი სიდედრ-სიმამრი კახეთში, რომლებიც ქოცების მხარეს იყვნენ, შენდეგ გახდნენ - "ვინმე არ დაშავდეს ამ მიტინგებზე", და ახლა არიან - "რა უნდათ კაცო, რით ვერ გაძღნენ რომ გაამწარეს ეს ბავშვები". მართალია, მთლად პოლიტიკურად გამართული არცერთი გაგება არ არის, მაგრამ ფაქტია, ორი ხმაა და, აღარ ევასებათ ქოცები, და საერთოდ გაგებაში არ არიან ვის აძლევენ ხმას, მთავარია ქოცი არ იყოს.