02.06.2024 / 15:35აა
მირიამ ლექსმანი - ვგმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმას, ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება - დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას.
„ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.
პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროს ნიკუტა გვარამიას ბოყვერიას და ეგეთ გოთვერან "ოპოზიციონერებს" ჯერ არაფერი განუცხადებიათ
აიგნორებენ აქაოდა ამ მასშტაბის თავდასხმა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ვინაა მთავარი ოპოზიციური ძალა და მთავარი მტერი ქოცრეჟიმისაო

სავარაუდოდ მაგ ორ ქვის დამუშავებაზე პაპუასაშვილმა და ღუდუშაურმა იმუშავეს
ქოცრეჟიმის ბაბუინებიდან ეგ ორი უფრო ევოლუციონირებს სხვებთან შედარებით
უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ
This post has been edited by kardinali100 on 2 Jun 2024, 23:04