ქოცებმა დაიწყეს უკვე ტვ ნადეჟდაზე საფეხბურთო წარმატების საკუთარ თავზე მიწერა.
სტადიონები ავაშენეთო, ინფრასტრუქტურა განვავითარეთო და ა.შ.
აი, ამ ნაბოზვარ ქოცებს არ შეუძლიათ რომ რაღაც პოზიტიური თუ ხდება ქვეყანაში, ეგრევე არ შემოიტანონ ნეგატივი.
რა ქოცების დამსახურებააა თქვენ ნადეჯდას პროპაგანდონო ვაი-ჟურნალისტებო.
ახლა ტერას გერმანელი ექსპერტების დონეს ვერ ვდებთ

მაგრამ ვისაც ფეხბურთი გვესმის და დიდი ხანია ეს სპორტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კარგად მოგვეხსენება ნაკრების წარმატების საიდუმლო სად იმალება.
რეალობა არის ასეთი- რაც ფეხბურთის თამაში დაიწყეს ჩვენთან იმის შემდეგ არ ვუჩიოდით ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებს.
საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ფეხბურთელებს სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ადარებდენ და ეგ შედარება იმაში მდგომარეობდა, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები იყვნენ ყველაზე ტექნიკურები და მათი ყურება ერთი სიამოვნება იყო.
პირველი ევროპის ჩემპიონატი, როდესაც ჩატარდა მოიგო საბჭოთა კავშირმა და ფინალში ერთი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლში დიდი წვლილი შეიტანა მიშა მესხმა, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.
იყო ასეთი დიდი არგეტინელი მწვრთნელი ერერა, რომელმაც ფეხბურთს ახალი სტილი კატენაჩო აჩუქა და ეგ კატენაჩო არის იტალიის მთავარი ფილოსოფია ფეხბურთში. ჰოდა, მაგ კაცის ავტობიოგრაფიული წიგნი მაქვს წაკითხული და იქ წერს გარკვევით- საბჭოთა კავშირთან მქონდა თამაშიო და მაშინ ის ესპანეთს წვრთნიდა და ფრანკოს ფაქტორიდან გამომდიანრე, ეგ თამაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურადაც.
ჰოდა, ჩავედი რუსეთშიო და პოლონეთს მოუგეს მაშინ საბჭოთა კავშირმა და ყველა რუსი ჟურნალისტი მეკითხებოდა იაშინი მომეწონა თუ სხვა რუსი ფეხბურთელიო და მე სიმართლე ვუთხარიო- ჩემი აღფრთოვანება მხოლოდ სლავა მეტრეველმა და მიშა მესხმა გამოიწვიესო, რომლებიც როგორც შემდეგ გავარკვიე არ ყოფილან რუსებიო. სამხერეთ ამერიკელები მეგონენო.
მოკლედ, ჩვენ ყოველთვის გვყავდა ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები და ჩავარდნა გვქონდა მხოლოდ ორჯერ- ერთი 80-იანების ბოლოსკენ და მეორე, როდესაც ქეცბაია იყო ნაკრების მწვრთნელი. ანუ, ბევრი ტალანტი აღარ გვყავდა მაგ დროს.
აი, 90-იანებში იმდენი ტალანტი გვყავდა კარგი ხალხის ხელში შედეგს დავადებდით დიდის.
ასე რომ, ასეთი ბიჭები რომ გვყავს ეგ არის გენეტიკური და არა ქოცების დამსახურება, რადგან სტადიონი ააშენეს თურმე
შემდეგ ასევე უნდა აღინიშნოს ევროპის ერთალიგის შემოღება. რომ არა ეგ ტურნირი, ევროპაზე მოხვედრა გავიჭირდებოდა და ეგ ტურნირი რომ ყოფილიყო 90-იანებში, ქეცბას და ქინქლაძის თაობაც მოხდებოდა ევროზე.
ასევე ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების წარმატებაში შეტანილი აქვს რომან ფიფიას დინამო თბილის მფლობელს, რომელმაც დინამოს საფეხბურთო აკადემია მართლა ძალიან კარგი პროექტი შექმნა და სწორედ მაგ აკადემიის აღზრდილები არიან კვარა, ჩანკვე, ქოჩორა და ნაკრების თითქმის მთელი შემადგენლობა. ადრე, არ ჰქონდა ქართველ ბავშვებს ეგეთ აკადემიაში სწავლის საშუალება.
ქოცები არა კვატი.
რომელ ინფრასტრუქტურის განივთარებაზეა საუბარი, ერთადერთი ბათუმის სტადიონი აშენდა და ეგეთი სტადიონის აშენებით შედეგი არ იდება.