მწარე, თუმცა ძალიან კარგი კადრებია, სამაგალითო;
უბრალო ადამიანმაც რომ უყუროს, ბევრი რამის სწავლა შეიძლება;
ვისაც ეკუთვნის კიდე, ხომ უნდა უყურებდეს და აანალიზებდეს, შესაბამისი გეგმების შედგენისთვის სამომავლოდ;
იგრძნობა გამწარება, ბრაზი, შეიძლება ზოგს დაბნეულობაც ეტყობა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არა პანიკა და ისტერიკა;
რა კარგად მოქმედებს სამედიცინო პერსონალი, სირცხვილია და ჩვენი უბედურება, რომ საკმაო ანაზღაურება არ აქვთ, განსაკუთრებით სანიტრებს და მედდებს უჭირთ მაგ მხრივ, თუმცა არც ექიმები არიან კარგ დღეში, თუ ძალიან ცნობილი არ არის;
იმ დაცხრილული ოპელის მძღოლი, სპეცდანიშნულების რაზმში უნდა მსახურობდეს

, ყოჩაღ მაგის ნერვებს და გამძლეობას ასეთი შემთხვევის მერე რომ ამდენი ახსნის და მოქმედების უნარი შეინარჩუნა;
პოლიციელებიც დალაგებულად მოქმედებენ, მაგათ და ჯარისკაცებს რა სახეები აქვთ, გამეხებული, მაგ მომენტში რა გამწარებულები იქნებოდნენ;
საცოდაობაა ასეთი ხალხის ამხელა გულის ასე ნელნელა გაცვეთა და გაფუჭება, თუმცა ეს არაერთხელ მოხდა უახლეს ისტორიაში;
კარგი ორგანიზება/მთავრობა გვინდა და ბევრ წინააღმდეგობას და პრობლემას გადავლახავთ, ვერ ვისწავლეთ მთავრობის მართვა და მოთხოვნა...
პიკაპების ამბავს ვფიქრობ მთავრობას ვერ დავაბრალებ, ხშირად შეიძლება ფული იყო, მაგრამ იარაღი არა;
ან ის ფულიც მიზნობრივად იყო გამოყოფილი, თუნდაც შეიარაღების, რომ ზუსტად ის გვეყიდა, რა ჩარჩოებსაც დაგვიწესებდნენ.
ვინც მაგ პიკაპებს გვაძლევდა, მოეცათ ჯავშანტრანსპორტიორები და იმით წავიდოდნენ ომში ჯარისკაცებიც...