მოკლედ პაზლი ნელნელა იკვრება:
რუსეთმა თავისი მაქსიმუმი დადო გასულ ზამთარ-გაზაფხულის ბრძოლებში, მოახდინა ძალების სერიოზული მობილიზაცია, მოხოდა სამხედრო მრეწველობა, ირანიდან და უკუღმართი კორეიდან წამოვიდა მილიონობით არტჭურვი, ათასობით დრონი და ასობით რაკეტა. უტევდა აღმოსავლეთიდან და მეორე ფრონტი გახსნა ხარკოვის მიმართულებაზე.
ამის საპირისპიროდ უკრაინა იყო წკიპზე მისული. რესპუბლიკელები ბოზი ქალიშვილივით ექვსი თვე წელავდნენ ჭუჭუს, და ბოლოს მაინც აიღეს პირში (ტრამპის ჩმორები არიან).
ხარკოვის იერიში იყო რუსების დიდი იმედი, მაგრამ საბოლოოდ ბრიგადების და პოლკების ნარჩენების გაზიდვა მოუწიათ მაქედან, 1-2 კილომეტრით წაწევამ ვერაფერი ვერ შეცვალა, ისიც რუხ ზონაში მხოლოდ. სამაგიეროდ имперские штурмовик-ები იქცნენ სასუქად.
რუსებმა უკვე მიაღწიეს კულმინაციას, ამას ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის გამოსვლაც მოწმობს "აქედან, აქედან და აქედან გადით, ჩემია ეგ ყველაფერი. იქ არ გაწევრიანდეთ, ეს და ის არ ქნათ".
ხარკოვის მიმართულება შეიძლება იყო დამხმარე ან მეორე ხარისხოვანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის უმნიშვნელო იყო, რეალურად ამ ზამთრის კამპანიის ბედი მანდ წყდებოდა. მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს რომ ზესეუმ ხარკოვისკენ ყველაზე-ყველაზე ქვედანაყოფები გადაისროლა (როგორებიცაა ჯაგა-ჯაგა და მე-3 მოიერიშე ბრიგადა და სხვები).
მოკლედ პუტინს მოახსენეს რომ უკრაინაში წარმატება აქვთ (არაა ტყუილი ნელა, მაგრამ მიხოხავენ წინ) და რომ უკრაინა ძალიან ცუდ დღეშია და კატასტროფის წინაშეა (არც ესაა ტყუილი, ომის დასაწყისში არ იყო უკრაინა ისე გაჭედილი როგორც ბოლო 8-9 თვის განმავლობაში), თუმცა ეს არ იყო ის რაც რუსებს უნდოდათ, მათ ფრონტის ჩამოშლა და ომში გამარჯვება სურდათ, მაგრამ ეს ვერ გამოვიდა და უკრაინამ მოახერხა მთავარი - მან შეინარჩუნა შეიარაღებული ძალები.
რა ხდება ეხლა?
- უკრაინა ახდენს მობილიზაციას და ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ ეს საკმაოდ ფართო მაშტაბების მობილიზაციაა.
- ამერიკა უკვე მეორედ მილიარდობით დახმარებას გამოდის.
- ევროპის ქვეყნებმა სერიოზული პაკეტები დაყარეს.
- F-16-იქნება მალე
- რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება გაცემულია
- უკრაინის სამხედრო მრეწველობა მაგარ ხოდზეა და კიდევ უფრო იცოდება.
- რუსეთს სანქციებს უმკაცრებენ. შეიძლება გვეჩვენება რომ სანქციები არ მოქმედებენ, მაგრამ ამ შემოდგომაზე ფინანსური დილემის წინაშე დადგებიან პუტინები - უნდა დაიგეგმოს 2025 წლის ბიუჯეტი, და მანდ ან მოუწევთ სამხედრო ხარჯების გაზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას დედას უტირებს, ან არ გაზარდონ, რაც ფრონტზე გასხმების წინაპირობაა. პუტინის სპიჩი სწორედ ამითაც იყო გამოწვეული, გარდამტეხი პერიოდია და ვაბანკზე წავიდა - ან ეხლა ან არასდროს.
ჩემის აზრით შემოდგომა-ზამთრის კონტრიერიში გველოდება. მანამდე მთელი ზაფხული ჭუჭუს წელვა იქნება ფრონტის ხაზზე.
ეხლა მთავარია უკრაინელმა ერმა გაუძლოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ უდიდესი მისია დაეკისრათ - მომავალი მსოფლმოწყობა მათზეა დამოკიდებული. დასავლეთი უბრალოდ სტატისტურ როლაშია, კი მათზეა უმეტესი რამე დამოკიდებული, მაგრამ ომის ბედი უკრაინელებზეა, იომებენ - იქნება კარგი მსოფლიო, არ იომებენ - არ იქნება კარგი მსოფლიო.
ჩვენ კიდევ ვილოცოთ და ვუგუმალშემატკივროთ (დედა ვატირე, ეს ბოლო სიტყვა როგორ იქნება სწორ ფორმაში).
This post has been edited by გამარჯობაათ on 3 Jul 2024, 09:19