ლოლ, ძაან ბანძი სვლაა.
1. ჩემი კავშირებით და გავლენებით იაფად ("კაპეიკებში") ხელთ ვიგდებ 2 ნაკვეთს, იპოდრომს და იპოდრომის ტყეს.
2. ეს ორი ნაკვეთი წლები მიგდია აქტივად, რომლის ღირებულებაც საკაიფოდ იზრდება.
3. იპოდრომს სახელმწიფოს გადავცემ "უსასყიდლოდ" და პოლიტიკურ დივიდენდებს ვიღებ - დიდი ქველმოქმედი ვარ.
4. იპოდრომის ტერიტორიაზე კალოშას გადასახადის გადამხდელების ფულით პარკს ვაკეთებინებ და ამით იპოდრომის ტყეს კიდევ უფრო ვუზრდი ღირებულებას.
5. იპოდრომის ტყეს 85 მილიონად დოლარად ვყიდი "ვისოლ ჯგუფზე" რომელიც "ცენტრალ პარკ ავენიუ"-ში საკაიფო ფასად გაყიდის ბინებს სამეზობლოდ და ხედით ცენტრალ პარკზე.
საშინაო დავალება for dummies:
1. ნორმალურ ქვეყანაში ვინ მომყიდდა იპოდრომს და იპოდრომის ტყეს?
2. კორუფციული "ხოდებით" სახელმწიფო საკუთრებას რომ დავითრევ და იქიდან ნაწილს უკან ვაბრუნებ, ეგ ქველმოქმედებაა?
3. ასეთი რა ბიზნეს ალღო მაქვს რეკრეაციულ ზონას (იპოდრომის ტყეს)
85 მილიონ დოლარად რომ ვყიდი?
*** 80,142 კვადრატულ მეტრს 85,000,000 USD-ში. ანუ, კვადრატულ მეტრ რეკრეაციულ ნაკვეთს USD 1,060-ში
პ.ს თქვეჩემისორმოზდარვიანებო, თუ მაინც ვერ ამოხსენით ამოცანა, გიწერთ პასუხს: ყველა ჩვენთაგანის (საქართველოს მოქალაქეების) საერთო საკუთრება , იპოდრომი და იპოდრომის ტყე აგვახიეს. იპოდრომზე კორპუსების ჩადგმა არ გამოდიოდა, ძაან ყვიროდა და ამჯობინეს პოლიტიკური ქულების დაწერა და უკან მოგდება. მერე ადგნენ და ამ უკანმოგდებული გაპარტახებულ ტერიტორიაზე ოჯახ-ოჯახ ჩამოგვიარეს და ფული აკრიფეს პარკი რომ მოაწყონ. მაგას აბა როგორ დაჯერდებოდნენ, იპოდრომის ახეული ტყე 85 მილიონად გაგვიყიდეს იმ გარანტიით რომ "ინვესტორი" მაგ ტყეს გაჩეხავს, კორპუსებით ჩააბეტონებს და ამასობაში წინ კაი პარკიც დახვდება კვადრატული მეტრი თეთრი კარკასი $2,000-ის ნაცვლად $4,000-ად რომ გაყიდოს
This post has been edited by მ.დ.უ on 15 Jun 2024, 22:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)