#61391949 · 9 Jul 2024, 00:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nostalgia34
QUOTE | ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, ქვეყნის თუ ქალაქის მესვეურებს წარმოდგენა არა აქვთ,თუ რა დანიშნულება აქვს მწვანე საფარს ადამიანებისთვის?! იქნებ გონიათ,ეს მხოლოდ დეკორაციისთვისაა?! ასახსნელია მათთვის კარგად!
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქალაქებმა მთელს მსოფლიოში დაიწყეს ფიქრი ურბანულ ტყეებზე, მათ სარგებლობაზე, რადგან გაიზარდა კლიმატის ცვლილების შერბილების საჭიროება.
ქალაქის მაცხოვრებლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ურბანული ხეების სარგებელს სტრესის შესამცირებლად, ნახშირბადის გამოდევნისა თუ ჰაერის გაწმენდისა და გაგრილებისთვის, წყალდიდობის გასაკონტროლებლად თუ დასვენების უზრუნველსაყოფად, რაც აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხისთვის!
|
+1
Ambitious_Person
QUOTE | საკმაოდ სიმწვანე აქვს თბილისს , რუკას დახედეთ ჩემი უცხოელი მეგობრებიც აღნიშნავენ |
არ აქვს, ქუჩაში დარგული ჭადრები და კედრები (ესენი ხმება ნელნელა) არაა საკმარისი. დიდი გამჭოლი პარკებია საჭირო, ვერ ეტევა ხალხი პატარა სკვერებში. ადი აბა კუს ტბაზე თუ მხარს აუქცევ ადამიანებს. გინდა მზიური აიღე გატენილია ხალხით, მეტი პარკი და დასასვენებელი ადგილია საჭირო.
This post has been edited by ცქიფო on 9 Jul 2024, 00:49
|